01:52 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:31:07, 661 ნახვა

საზოგადოება
კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში დოკუმენტური ფილმის პრეზენტაცია გაიმართა

საქართველოს იუსტიციის სამინისტროს მმართველობის სფეროში მოქმედი სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრის“ ინიციატივით   კაჭრეთის საზოგადოებრივ ცენტრში დოკუმენტური  ფილმის ,,სუფთა გარემო’’ პრეზენტაცია გაიმართა.

პროექტი საქართველოში გერმანიის ფედერაციული რესპუბლიკის საელჩოს მხარდაჭერით  არასამთავრობო ორგანიზაციამ ,,ანასეული’’ განახორციელა.  

დანაშაულის პრევენციის ცენტრის ინფორმაციით, ფილმი ასახავს გარემოსდაცვის მიმართულებით ახალგაზრდების მიერ ჩატარებულ სხვადასხვა აქტივობას. მათ შორის გარემოს დაცვის საკითხებზე პარიზის საერთაშორისო ახალგაზრდულ კონფერენციას, სადაც წარმოდგენილი იყო სხვადასხვა ქვეყანაში გარემოს დაცვის მიმართულებით მიმდინარე საინტერესო ღონისძიებები. ფილმში ასევე საუბარია მსოფლიოში არსებული ეკოლოგიური პრობლემების შესახებ და მათი დაძლევის საშუალებებზე.  დოკუმენტური ფილმის ჩვენების შემდეგ გაიმართა დისკუსია, რომელსაც ადგილობრივი საჯარო სკოლის 30 მოსწავლე და სხვა მიწვეული სტუმრები დაესწრნენ. პროექტის მიზანია ახალგაზრდებში ბუნების დაცვის მიმართულებით ინიციატივების მხარდაჭერა. აღსანიშნავია, რომ იუსტიციის სამინისტროს სსიპ „დანაშაულის პრევენციის ცენტრი“ უკვე რამდენიმე კვირაა სხვადასხვა საზოგადოებრივ ცენტრში ადგილობრივ ახალგაზრდებს განსხვავებული შინაარსის შემეცნებით - საგანმანათლებლო აქტივობას სთავაზობს, რომლებიც მოზარდებში სამოქალაქო და სამართლებრივი ცნობიერების ამაღლების გარდა მოხალისეობრივი კულტურის განვითარების ხელშეწყობას  ითვალისწინებს. როგორც ცნობილია, საზოგადოებრივი ცენტრების განვითარება საქართველოში იუსტიციის სამინისტროს სახელმწიფო სერვისების განვითარების სააგენტოს ერთ-ერთი ინიციატივაა. საზოგადოებრივი ცენტრების მიზანია მოსახლეობისთვის სახელმწიფო სერვისებზე ხელმისაწვდომობის გაზრდა და სოფლის განვითარებისთვის შესაბამისი გარემოს შექმნა. დღეისათვის ქვეყნის მასშტაბით 31 საზოგადოებრივი ცენტრი ფუნქციონირებს.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics