05:06 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-13 11:27:49, 401 ნახვა

პოლიტიკა
პაპუაშვილი ხეჩუაშვილზე - ადამიანი, რომელსაც გარანტირებულად 18-წლიანი ციხე ემუქრება, ქვეყანაში შედის ჩუმად და რისკავს თავისუფლებას, ე.ი. რაღაცად უღირდა ეს რისკი

ამ ადამიანის წინააღმდეგ 18-წლიანი სასჯელი აქვს გამოტანილი სასამართლოს და ეს ადამიანი ტყე-ტყე აპირებდა შემოსვლას საქართველოში და აქაც იმარჯვა ჩვენმა უსაფრთხოების სისტემამ, სასაზღვრო პოლიციამ და იგი დააკავა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა გივი თარგამაძის მკვლელობის მცდელობაში მსჯავრდადებულ დარჩო ხეჩუაშვილის საქართველოში ჩამოსვლის შესახებ საუბრისას განაცხადა. 

როგორც პაპუაშვილმა აღნიშნა, „როდესაც ადამიანი საკუთარი თავისუფლების რისკის ფასად შედის კონკრეტულ ქვეყანაში, ესე იგი, მას ეს რისკი უღირს, რაც დადასტურდა ხეჩუაშვილის პირველი ჩვენებით, რომელშიც მან მიხეილ სააკაშვილთან ერთად გია ლორთქიფანიძეც ახსენა". 

„წარმოიდგინეთ, ადამიანი, რომელსაც გარანტირებულად 18-წლიანი ციხე ემუქრება „იქს“ ქვეყანაში, შედის ჩუმად ამ "იქს" ქვეყანაში და რისკავს საკუთარ თავისუფლებას 18 წლიან ციხეზე და ამ რისკმა რომ არ გაამართლა, გამოჩნდა კიდევაც. ე.ი, რაღაცად უღირდა ეს რისკი. მასთან იყო ან რაღაც გარიგება, ან დავალება, რომ უღირდა 18-წლიან ციხედ და ასეც არის. ვნახეთ, რომ პირველი ჩვენება მან უკვე მისცა, რომ, თავის დროზე, არჩევნებამდე 3 დღით ადრე, როდესაც მოხდა თავდასხმა ერთ-ერთ პოლიტიკოსზე, ამ პოლიტიკოსზე თვალთვალი მას ნაბრძანები ჰქონდა მიხეილ სააკაშვილისგან. 
კიდევ ერთხელ, კრიმინალურ ისტორიაში გამოჩნდა გია ლორთქიფანიძე. როგორც ჩანს, ასეთი ბნელი საქმეების მთავარი დამგეგმავი საქართველოში არის უკრაინის დაზვერვის ხელმძღვანელის მოადგილე, საერთოდ კატასტროფაა. ჩვენ ვსაუბრობთ მეგობრობაზე, დახმარებაზე, გვერდში დგომაზე და უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები, რაღაც პერიოდულობით, აღმოვაჩენთ ხოლმე, რომ ჩართულნი არიან საქართველოს დესტაბილიზაციაში. უბრალოდ სირცხვილია საერთო ჯამში ეს მდგომარეობა. ამიტომ, ვნახოთ რას აჩვენებს შემდეგი გამოძიება. ჩვენ, რა თქმა უნდა, რაღაცები შეიძლება მხოლოდ ვივარაუდოთ, თუმცა მნიშვნელოვანი გამოძიებამ დაადგინოს",- განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics