03:36 - 26 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-25 18:16:24, 684 ნახვა

ეკონომიკა
არასაბანკო დეპოზიტების მოცულობა წინა თვესთან შედარებით, 1.4%-ით გაიზარდა

საბანკო სექტორში განთავსებული არასაბანკო დეპოზიტების მოცულობამ 2016 წლის პირველი თებერვლისათვის 14.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, რაც 198.7 მლნ ლარით ანუ 1.4 პროცენტით მეტია პირველი იანვრისათვის არსებულ მაჩვენებელზე (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე იანვარში დეპოზიტების მოცულობა 0.9 პროცენტით შემცირდა).

ეროვნული ბანკის ინფორმაციით, იანვარში, წინა თვესთან შედარებით, ადგილი ჰქონდა ვადიანი დეპოზიტების ზრდას 323.0 მლნ ლარით ანუ 4.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე 1.4 პროცენტით), ხოლო მოთხოვნამდე დეპოზიტები შემცირდა 124.3 მლნ ლარით, ანუ 2.0 პროცენტით (გაცვლითი კურსის ცვლილების ეფექტის გარეშე შემცირებამ 3.7 პროცენტი შეადგინა).  

„დეპოზიტების ლარიზაციის კოეფიციენტმა მიმდინარე წლის პირველი  იანვრისათვის 28.66 პროცენტი შეადგინა - პირველი იანვრის მდგომარეობასთან შედარებით 1.87 პროცენტული პუნქტით ნაკლები (გაცვლითი კურსის ეფექტის გამორიცხვით, 1.22 პროცენტული პუნქტით ნაკლები).

ვადიან დეპოზიტებზე საშუალო წლიურმა შეწონილმა საპროცენტო განაკვეთმა 5.2 პროცენტი შეადგინა, მათ შორის ეროვნული ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 10.8 პროცენტი, ხოლო უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებზე - 3.8 პროცენტი.

უცხოური ვალუტით განთავსებულ დეპოზიტებში აშშ დოლარის წილმა 81.2 პროცენტი, ხოლო ევროს წილმა 16.4 პროცენტი შეადგინა“, - ნათქვამია ეროვნული ბანკის ინფორმაციაში.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
ევროკავშირმა რუსეთის წინააღმდეგ ეკონომიკური სანქციები 2027 წლის ივლისის ბოლომდე გაახანგრძლივა
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
საიამ მზია ამაღლობელის პოლიტიკური ბრალდების საქმეზე სტრასბურგში მეოთხე საჩივარი წარადგინა
თბილისში კაცი დაჭრეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics