06:23 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-10 21:13:30, 416 ნახვა

პოლიტიკა
როთი - „ქართული ოცნება“ „ქართულ კოშმარად“ გადაიქცა - ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ევროპის გულში იქნებიან თუ იზოლაციაში მოექცევიან

"ქართული ოცნება" "ქართულ კოშმარად" გადაიქცა, - ამის შესახებ გერმანიის ბუნდესტაგის საგარეო ურთიერთობათა კომიტეტის თავმჯდომარე მიხაილ როთმა ბუნდესტაგში, საქართველოს შესახებ მსჯელობისას განაცხადა. 

როგორც როთმა აღნიშნა, 26 ოქტომბერს ქართველებმა უნდა გადაწყვიტონ, ევროპის გულში იქნებიან თუ იზოლაციაში მოექცევიან.

"ქართული ოცნება" "ქართულ კოშმარად" გადაიქცა. მე არ ვგულისხმობ, რომ ისინი არამხოლოდ ჩვენი პერსპექტივიდან იღებენ არასწორ, მცდარ გადაწყვეტილებებს, უბრალოდ არ არის შესაბამისი ევროკავშირის ღირებულებებთან, კრიმინალიზება, შეშინება, ეს ყველაფერი ევროპაში არ უნდა იყოს გასაგები. ევროპის გულში ამ ყველაფრის განხორციელება არ უნდა იყოს ჩვენთვის მისაღები. საქართველოს მომავალი დემოკრატიული, თავისუფალი და ევროპულია",- განაცხადა როთმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics