08:51 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-08 21:56:01, 504 ნახვა

პოლიტიკა
გრეგოროვა - კანდიდატის სტატუსის და ვიზალიბერალიზაციის შეჩერება შეგვიძლია, მაგრამ არ გვინდა, რომ საქართველო ოკუპანტს ჩავუგდოთ ხელში

ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და შეგვიძლია მისი უკან წაღება. ჩვენ მივეცით საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და მისი შეჩერებაც შეგვიძლია,- ამის შესახებ ევროპარლამენტარი მარკეტა გრეგოროვამ ევროპარლამენტში საქართველოს საკითხზე მიმდინარე დებატების დროს განაცხადა.

როგორც გრეგოროვამ აღნიშნა, სანქციების დაწესება შეყოვნდა, რადგან ევროკავშირს არ უნდა, რომ საქართველო ოკუპტანტის "ხელში ჩავარდეს".

"ჩვენ მივანიჭეთ საქართველოს კანდიდატის სტატუსი და შეგვიძლია მისი უკან წაღება. ჩვენ მივეცით საქართველოს ვიზალიბერალიზაცია და მისი შეჩერებაც შეგვიძლია. ჩვენ შევაყოვნეთ სანქციების დაწესება, რადგან არ გვინდა, რომ საქართველო ხელში მის ოკუპანტს ჩავუგდოთ. მაგრამ ჩვენ ვკარგავთ საქართველოს.

რა თქმა უნდა, ჩვენ ვერ ჩავუდგებით მათ ბრძოლას სათავეში, რადგან ჩვენ არ ვართ კრემლი და არ ვართ პუტინი. ბრძოლას სათავეში ქართველები უნდა ჩაუდგნენ, ჩვენ კი მათ უნდა დავეხმაროთ და რუსეთს საქმე გავურთულოთ. და ჩვენ ბევრი მაგალითი გვაქვს. უბრალოდ, ერთხელ მაინც უნდა მოვახერხოთ, რომ არ დავაგვიანოთ", - განაცხადა გრეგოროვამ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მთავრობამ რუსეთიდან დიზელის საწვავის ექსპორტი აკრძალა, ბენზინისა და თვითმფრინავის საწვავის შემდეგ
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
სააპელაციომ მკვლელობის მცდელობაში ბრალდებულს 17 წლით პატიმრობა მიუსაჯა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics