|
2024-10-03 17:39:07, 592 ნახვა
ეკონომიკა
ქარქაშაძე - საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ავიაციისა და ტურიზმის სექტორზე
საქართველოს აეროპორტების გაერთიანების გენერალური დირექტორი ირაკლი ქარქაშაძე, ალმათიში გამართულ საავიაციო უსაფრთხოებისადმი მიძღვნილ კონფერენციაზე სიტყვით გამოვიდა. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს აეროპორტების გაერთიანება ავრცელებს. ირაკლი ქარქაშაძემ საქართველოს აეროპორტებში საავიაციო უშიშროების მიმართულებით ბოლო წლებში გატარებულ ღონისძიებებზე ისაუბრა, რომელიც სამოქალაქო ავიაციის საერთაშორისო ორგანიზაციის (ICAO) საავიაციო უშიშროების აუდიტმა საუკეთესოდ შეაფასა. "ICAO-ს აუდიტმა აღიარა, რომ საქართველომ წარმატებით ჩააბარა საავიაციო უშიშროების აუდიტი და გააუმჯობესა საავიაციო უშიშროების უზრუნველყოფის ზედამხედველობის მაჩვენებლები 89.75%-ით, რაც საქართველოს აეროპორტებში ამ მიმართულებით გატარებული ჩვენი სწორი პოლიტიკის შედეგია. მიღებული შედეგები მიუთითებს, რომ ჩვენ მაღალი სტანდარტებით უზრუნველვყოფთ მგზავრების, ეკიპაჟის წევრების, მომსახურე პერსონალის დაცვას ტერორისტული თუ სხვა სახის მართლსაწინააღმდეგო ქმედებებისაგან. სამოქალაქო ავიაციის გამართულ და უსაფრთხო ფუნქციონირებაში ჩართული სახელმწიფო უწყებების მიერ, ყველა აუცილებელი ზომა ტარდება, რომ ჩვენი აეროპორტები, ისევე როგორც საჰაერო ხომალდები დაცული იყოს შესაძლო თავდასხმისგან. ამ კუთხით, საქართველო მყარად ინარჩუნებს წამყვან პოზიციებს ევროპის რეგიონში, რაც დადებითად აისახება ქვეყნის რეპუტაციაზე, ავიაციისა და ტურიზმის სექტორზე და ჩვენი ქვეყანა საავიაციო ბაზარზე კიდევ უფრო მიმზიდველი ხდება,-“განაცხადა სიტყვით გამოსვლისას ირაკლი ქარქაშაძემ. 3-დღიან ღონისძიებას სახელწოდებით ,,საავიაციო უსაფრთხოება თანამედროვე ეპოქაში“- ცენტრალური აზიისა და ამიერკავკასიის საავიაციო და სააეროპორტო ხელისუფლებების წარმომადგენლები ესწრებოდნენ. კონფერენცია უმსხვილესი ჩინური კომპანია NUCTECH-ის მიერ იყო ორგანიზებული, რომელიც მსოფლიოში აეროპორტების საავიაციო უსაფრთხოების აღჭურვილობის და ინსპექტირების მიმართულებით ერთ-ერთი წამყვანი ორგანიზაციაა. უსაფრთხოების მიმართულებით NUCTECH-ს აღჭურვილი აქვს მსოფლიოს 450 აეროპორტი, მათ შორის საქართველოს როგორც საერთაშორისო, ისე ადგილობრივი დანიშნულების აეროპორტები",- ნათქვამია ინფორმაციაში.
რუსეთმა შეზღუდა თევზის პროდუქტების მიწოდება ყველა სომხური საწარმოდან
აშშ ვენესუელას მიწისძვრის შედეგად დაზარალებულთა დასახმარებლად 150 მილიონ დოლარს გამოყოფს
აშშ ამტკიცებს, რომ ჰორმუზის სრუტეში სამოქალაქო კომერციულ გემს ირანულმა დრონმა დაარტყა
დრონებმა რუსეთის ტულის რეგიონში მდებარე „აზოტის“ ქიმიურ ქარხანას შეუტიეს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)