15:18 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-10-03 09:07:12, 413 ნახვა

მსოფლიო
მილერი - აშშ-მა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა

ამერიკის შეერთებულმა შტატებმა ლიბანში მყოფი ამერიკის მოქალაქეებისთვის ჩარტერული ავიარეისები დანიშნა,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო დეპარტამენტის პრესსპიკერმა, მეთიუ მილერმა განაცხადა.

როგორც მილერმა აღნიშნა, “მათთვის პრიორიტეტული რეგიონში შემავალი და გამავალი რეისების გაზრდაა“.

“ჩვენთვის პრიორიტეტი იყო რეგიონში შემავალი და გამავალი რეისების გაზრდა. ამიტომ, დამატებით ავიაკომპანიებს ამერიკელი მოქალაქეებისთვის ტრანსპორტირების გასაადვილებლად დავუკავშირდით. ვიმედოვნებთ, მოთხოვნის შესაბამისად მომდევნო დღეებში დამატებით რეისებს განვახორციელებთ“,- განაცხადა მილერმა.

მისივე თქმით, დაახლოებით, 7 000 ადამიანი სახელმწიფო დეპარტამენტს დაუკავშირდა, რათა ჩარტერული რეისების შესახებ მეტი ინფორმაცია მიეღო.

“ვვარაუდობ, ზოგიერთი მათგანი საბოლოოდ მოისურვებს ლიბანის დატოვებას, ზოგი კი დარჩენას გადაწყვეტს. მათი გეგმები დროთა განმავლობაში, შესაძლოა, შეიცვალოს“,- აღნიშნა მილერმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მდინარაძე ავალიანის საქმეზე დაზარებულებს მიმართავს - ნუ დავასწრებთ მოვლენებს
კუპრაძე - მოქალაქეებო კამერებით რუსული სპეცსამსახურები გვითვალთვალებენ, ეს ყველაფერი ივანიშვილის ანტიქართულმა რეჟიმმა აამოქმედა
ივანიშვილის წარმომადგენელი მდინარაძე ქართველ ხალხს ცენზურის უფრო გამკაცრებას და აღსრულებას პირდება
მდინარაძე ქვეყანაში ცენზურის სამსახურის ამოქმედებას კრიტიკულ მედიას და ოპოზიციას აბრალებს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics