|
2024-10-02 10:06:45, 407 ნახვა
პოლიტიკა
ცისკარიშვილი - ჩვენ აღვადგენთ მჭიდრო ეკონომიკურ, პოლიტიკურ კავშირებს და თანამშრომლობა გვექნება, როგორც აშშ-სთან, ისე ევროპის კავშირთან
ჩვენ აღვადგენთ მჭიდრო ეკონომიკურ, პოლიტიკურ კავშირებს და თანამშრომლობა გვექნება, როგორც აშშ-სთან, ისე ევროპის კავშირთან, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ საქართველო კიდევ გახდება მიმზიდველი საგარეო ინვესტიციებისთვის,- ამის შესახებ "ერთიანობა ნაციონალური მოძრაობის" გენერალურმა მდივანმა, პეტრე ცისკარიშვილმა განაცხადა. ცისკარიშვილის თქმით, შემდეგი 4 წლის განმავლობაში საშუალო ხელფასი 3 500, მინიმალური თვიური შემოსავალი კი 1 500 ლარი იქნება. "ევროკავშირში გაწევრიანების პროცესში საქართველოს მომავალი მთავრობა - "ერთიანობის" ხელისუფლება, პირველ რიგში, გაატარებს ფუნდამენტურ და ყოვლისმომცველ რეფორმას მართლმსაჯულების სფეროში, რომლის შედეგადაც სასამართლო ჩვენს ქვეყანაში იქნება თავისუფალი ყოველგვარი პოლიტიკური ზეგავლენისგან. ის იქნება დამოუკიდებელი და ობიექტური. მას ექნება ნდობა, როგორც ბიზნესმენების და მეწარმეების, ასევე საზოგადოების და სამოქალაქო სექტორის მხრიდან. ჩვენ ასევე, რა თქმა უნდა, ძალიან სწრაფად აღვადგენთ, გავაუმჯობესებთ და ძალიან მჭიდრო ეკონომიკური, პოლიტიკური კავშირები და თანამშრომლობა გვექნება დასავლეთთან, როგორ ამერიკის შეერთებულ შტატებთან, ასევე ევროპის კავშირთან, რაც თავისთავად განაპირობებს იმას, რომ საქართველო კიდევ ერთხელ, ხელახლა გახდება მიმზიდველი საგარეო ინვესტიციებისთვის, მათ შორის ინვესტიციებისთვის მაღალტექნოლოგიურ სფეროში, რაც საქართველოს ეკონომიკას გახდის კიდევ უფრო მეტად კონკურენტუნარიანს, მეტად პროდუქტიულს. ამის შედეგად ჩვენს ქვეყანაში შემოსავლების ზრდა იქნება ძალიან მკვეთრი, ძალიან მკაფიო. შემდეგი 4 წლის განმავლობაში ჩვენი ვარაუდით, საშუალო ხელფასი იქნება 3 500 ლარი, მინიმალური თვიური შემოსავალი 1 500 ლარის ოდენობით იქნება ჩვენი მოქალაქეებისთვის. ჩვენი ერთ-ერთი მთავარი მიზანი და ამოცანა არის, რომ 800 000 ჩვენს თანამოქალაქეს, რომელიც ქვეყნიდან გავიდა, რომელმაც ბოლო 12 წლის განმავლობაში, "ოცნების" მმართველობის პერიოდში საქართველო დატოვა, ჰქონდეს მოტივაცია, რომ დაბრუნდეს საქართველოში. ბევრ მათგანს იგივე მიხეილ სააკაშვილის 1 მილიარდევროიანი ფონდი დაეხმარება იმაში, რომ ხელახლა გაერთიანდეს ქართული ოჯახები, შექმნან აქ მცირე საწარმოები, დასაქმდნენ საქართველოში, იმიტომ, რომ ქვეყანა იქნება ყველასთვის მიმზიდველი, არამხოლოდ საგარეო ინვესტიციებისთვის, არამედ ჩვენი თანამოქალაქეებისთვის",- ამბობს პეტრიაშვილი.
მერცი: აშშ-მ გერმანიისთვის Tomahawk-ის მიყიდვას დაამტკიცა
კალაძე: ბიძინა ივანიშვილი საქართველოს უახლეს ისტორიაში მართლაც ოქროს ასოებით ჩაიწერება
ISFED-მა იმედის 26 მაისის ქარდის მომწონებლებს შორის 1 500-ზე მეტი ტროლ-ბოტი გამოავლინა
მერცის განცხადებით, გერმანიამ Tomahawk-ის რაკეტების შესყიდვის შესახებ აშშ-სთან შეთანხმებას მიაღწია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)