|
2024-10-01 15:26:05, 353 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - სტრასბურგის სასამართლომ, ქართული ოპოზიციაც და უცხოელი მტერ-მოყვარეებიც სიყალბეში ამხილა, სააკაშვილიც უცებ განიკურნა და უცხოელებმაც სასაუბრო თემა შეცვალეს
მას შემდეგ რაც ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა ჩაშალეს ქვეყანაში არეულობის შექმნის გეგმა, რომლის ნაწილიც სააკაშვილის შემოპარება იყო, დაიწყო ყოველგვარ მორალურ და სამართლიან ზღვარს გადასული ზეწოლა ხელისუფლებაზე სააკაშვილის სასჯელისგან დახსნის მიზნით, - წერს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი, სოციალურ ქსელში. მისი განცხადებით, ცრუ კამპანია, რომელშიც ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, სახალხო დამცველი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული, თითქმის ორი წელი გაგრძელდა და საბოლოოდ, თვეობით ნაშენები ცრუ ნარატივი, სტრასბურგის სასამართლომ ჩამოშალა. "2021 წლის 1 ოქტომბერს, ადგილობრივი თვითმმართველობების არჩევნებამდე ერთი დღით ადრე, ჩვენმა უსაფრთხოების სამსახურებმა დააკავეს მიხეილ სააკაშვილი, რომელიც საქართველოში უკრაინის სამხედრო დაზვერვის ხელმძღვანელი პირის ორგანიზებით შემოიპარა. რა იყო მისი შემოპარვის მიზანი გასაგებია: არჩევნების დღეს გამოჩენით, არეულობის გამოწვევა და წაგებული არჩევნების აყირავება. მანამდე, სააკაშვილი, რომელსაც გირგვლიანის მკვლელობის და გელაშვილის ცემის საქმეზე 6 წელი ჰქონდა მისჯილი.
ეს ცრუ კამპანია, რომელშიც ევროპელი და ამერიკელი მაღალჩინოსნები, სახალხო დამცველი, ოპოზიცია და არასამთავრობო ორგანიზაციები იყვნენ ჩართული, თითქმის ორი წელი გაგრძელდა. ამ პერიოდში დღე არ იყო, რომ არ ყოფილიყო საქართველოზე გარედან თავდასხმა, ზუსტად იგივე სახეებით, რომლებიც, ახლაც, დღეს არ ტოვებენ, რომ ქართველ ხალხს თავს არ დაესხან და ამ ხალხის სახელმწიფოს ტალახი არ ესროლონ. ყველაფერს წერტილი მხოლოდ სტრასბურგის სასამართლომ დაუსვა, რომელმაც ქართული ოპოზიციაც და უცხოელი მტერ-მოყვარეებიც, სიყალბეში ამხილა და თვეების განმავლობაში ნაშენები ცრუ ნარატივი ჩამოუშალა. და ვითომც არაფერი. სააკაშვილიც უცებ განიკურნა დემენციისგან და უცხოელმა პოლიტიკოსებმა და დიპლომატებმაც სასაუბრო თემა შეცვალეს. არც "ბოდიში", არც "ეს როგორ დაგვემართა". არაფერი საერთოდ. დაგვაზიანეს, მთელ ქვეყანას რეპუტაცია შეგვილახეს და უბრალოდ გაიარეს.
უკრაინამ ბოლო 4 დღეში აზოვის ზღვაში 35 რუსულ ტანკერს დაარტყა
საქართველოს ბანკის მხარდაჭერით, ბათუმში მეწარმე ქალებისთვის ელ. კომერციის ვორქშოპი გაიმართება
ევროკომისარი აზერბაიჯანის პროკურატურისგან აფგან სადიგოვის დაკავებაზე განმარტებას ითხოვს
ლიტერატურული პრემია „საბას“ 2026 წლის ფინალისტები ცნობილია
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)