|
2024-09-30 15:14:02, 338 ნახვა
საზოგადოება
კალაძე - მერია წლის განმავლობაში ყიდულობს ტექნიკას, რომელსაც შემდეგ სხვადასხვა ღონისძიებისთვის იყენებს
ტექნიკა, სცენა - ეს არის ის მიმართულება, რომელიც მერიას აღებული აქვს წლის განმავლობაში და ამას აძლევს “თბილისობაზე“ შესაბამის კომპანიებს,- ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე შესაბამის კითხვას ჟურნალისტებთან საუბრისას. კალაძის თქმით, ამ მიმართულებით დამატებითი შესყიდვა საჭირო არ არის. “ტექნიკის შესყიდვა გამარტივებული წესით არ ხდება. მერია წლის განმავლობაში აკეთებს ამ შესყიდვას, შემდეგ აღნიშნულ ტექნიკას, სცენას იყენებს სხვადასხვა ღონისძიებისთვის. მაგალთად, გუშინ ციციშვილის პარკის გახსნა გვქონდა, სადაც წარმოდგენილი იყო ტექნიკა, განათება, გახმოვანება. ამისთვის ცალკე ფული არ დაგვიხარჯავს, იმიტომ, რომ ერთხელ მოხდა ამის შესყიდვა და მთელი წლის განმავლობაში ამას ვიყენებთ. ასევეა “თბილისობაზე“,- განაცხადა კახა კალაძემ.
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
შსს - უკანონო ბრუნვიდან ამოღებული 37 მილიონ ლარზე მეტი ღირებულების 700 კილოგრამამდე სხვადასხვა სახის ნარკოტიკული საშუალება განადგურდა
ივანიშვილის წარმომადგენელ პაპუაშვილს ჰქონია, რომ ცენზურა ქვეყანაში ევროკავშირის იმიჯის გამოსასწორებლად დააწესა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)