|
2024-09-28 12:53:21, 384 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძე ქუთაისში დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის თანამშრომლებსა და დევნილებს შეხვდა
ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის მინისტრი ქუთაისში დევნილთა სააგენტოს მონიტორინგის თანამშრომლებსა და დევნილებს შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. უწყების ცნობით, სარჯველაძე, დევნილთა განსახლების მიზნით, მიმდინარე მონიტორინგის პროცესს გაეცნო, რომელიც აქტიურად ხორციელდება. "ქუთაისში, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილი ოჯახების განსახლების მიზნით, თანამედროვე სტანდარტების შესაბამისი საცხოვრებელი კორპუსების მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. დევნილთა საკითხების შემსწავლელი კომისიის მიერ დაწყებულია მუშაობა იმ დევნილი ოჯახების შესარჩევად, რომლებსაც მათი სოციალური საჭიროებების შესაბამისად ბინები გადაეცემათ. ქუთაისში, ნიკეას ქუჩაზე სამი 12-სართულიანი კორპუსის მშენებლობა დასასრულს უახლოვდება. პროექტის ფარგლებში, 720 დევნილი ოჯახი თანამედროვე სტანდარტების, გარემონტებულ, ახალ ბინებს მიიღებს. პარალელურ რეჟიმში მიმდინარეობს დევნილი ოჯახებისთვის ბინების მშენებლობა ქუთაისში, შერვაშიძის ქუჩაზეც. ჯამში, რამდენიმე თვეში, ქუთაისში სრულად გარემონტებული ბინა 1040 ოჯახს გადაეცემა. საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, განსახლების უპრეცედენტოდ მასშტაბური პროგრამა 2023 წელს დაიწყო. საცხოვრებელი კომპლექსების მშენებლობა ქვეყნის 5 ქალაქში - თბილისში, ქუთაისში, ზუგდიდში, რუსთავსა და ბორჯომში ერთდროულად მიმდინარეობს. პროექტის ფარგლებში, საცხოვრებელ ფართს ჯამში, 13 000 დევნილი ოჯახი მიიღებს",- ნათქვამია ინფორმაციაში.
„გახარია საქართველოსთვის“ პარლამენტში მომხდარი ჩხუბის გამოძიებას მოითხოვს
რა შეიცვალა საქართველოს ეკონომიკისთვის ახლო აღმოსავლეთის შეთანხმებიდან ორი კვირის თავზე?
პაპუაშვილი – ელენე ხოშტარიასთან დაკავშირებით რა გადაწყვეტილებებსაც მიიღებენ ექიმები, ისე იმოქმედებს პენიტენციური სამსახური
Flyone-მა კიშინაუდან ბათუმის მიმართულებით პირდაპირი ფრენები დაიწყო
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)