|
2024-09-27 12:07:28, 428 ნახვა
პოლიტიკა
ვაშაძე - არა ბოდიშს და კი ღირსებას, კი საქართველოს ერთიანობას - ამ სირცხვილს, ჩვენი ხელისუფლების სახით, ერთ თვეში ჩამოვირეცხავთ
უპირველეს ყოვლისა, არა ბოდიშს და კი ღირსებას! კი საქართველოს ერთიანობას, ევროპულ პერსპექტივას. ძალიან ახლოსაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება,- ამის შესახებ “ერთიანობა-ნაციონალური მოძრაობის” ერთ-ერთმა ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ მას შემდეგ განაცხადა, რაც სოხუმის დაცემის დღესთან დაკავშირებით გმირთა მემორიალი გვირგვინით შეამკო. ვაშაძის თქმით, "ქართული ოცნების” მიერ "პატრიოტების შეურაცხყოფა და მტრებისთვის ბოდიშის მოხდა საქართველოს ღალატი და სირცხვილია, რაც 26 ოქტომბერს უნდა დასრულდეს". "უპირველეს ყოვლისა, არა ბოდიშს და კი ღირსებას! კი საქართველოს ერთიანობას, ევროპულ პერსპექტივას. ძალიან ახლოსაა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის აღდგენის პროცესი, ოღონდ ეს ევროკავშირში გაწევრიანებასთან ერთად მოხდება. მერწმუნეთ, საოკუპაციო ხაზს მიღმა, ყველა იმ ადამიანს, ვინც ახლა დროებით ოკუპირებულ ტერიტორიაზე ცხოვრობს, ევროკავშირის პასპორტი, ძლიერ საქართველოში ცხოვრება ენდომება და ამიტომაც ვამბობთ, რომ ძალიან ახლოს ვართ ტერიტორიული მთლიანობის აღდგენასთან. არა ბოდიშს, კი ევროპას, კი განვითარებას, კი ტერიტორიულ მთლიანობას და კი ღირსებას. საქართველო იყო და ყოველთვის იქნება ღირსეულ ადამიანთა ქვეყანა და ამ სირცხვილს, რომელიც ჩვენ ახლა ხელისუფლებაში გვყავს და მობრძანებული იყო პრემიერ-მინისტრი, რომელმაც ბევრი სირცხვილი ილაპარაკა, ჩვენ ყველანი ერთად, ზუსტად 1 თვეში, 26 ოქტომბერს ჩამოვირეცხავთ იმიტომ, რომ ამ სირცხვილს, რომელიც აქ იყო და საქართველოს ადანაშაულებს ომის დაწყებაში, უღირსად მოიხსენიებს ჩვენს პატრიოტებს და ბოდიშს უხდის მტერს, აუცილებლად 26 ოქტომბერს ამის გამო მათ გავცემთ პასუხს, როცა "ოცნება” დამარცხდება",- განაცხადა ვაშაძემ. შეგახსენებთ, დღეს, 27 სექტემბერს სოხუმის დაცემიდან 31 წელი გავიდა. ომი, რომელიც 13 თვე და 13 დღე გაგრძელდა, 1992 წლის 14 აგვისტოს დაიწყო და 1993 წლის 27 სექტემბერს, სოხუმის დაცემით დასრულდა.
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
კონგრესმენმა უილსონმა ეუთოს საპარლამენტო ასამბლეის სხდომიდან ქართული დელეგაციის წასვლა სამარცხვინო უწოდა
უტა ბერიას ფილმის ,,ცრემლსადენი გაზი" მსოფლიო პრემიერა ლოკარნოს კინოფესტივალის სექციაში შედგება
გაატარეთ ზაფხულის ცხელი დღეები SOLO-სთან ერთად - Iveria Beach-ზე მუსიკალური ღონისძიებების სერია იწყება
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)