|
2016-02-22 14:51:16, 690 ნახვა
სამართალი
პროკურატურაში 30 საკადრო ცვლილება განხორციელდა
„საქართველოს მთავარმა პროკურორმა ირაკლი შოთაძემ საქართველოს პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაზრდის მიზნით შიდა საკადრო ცვლილებები განახორციელა“, - ამის შესახებ ნათქვამია საქართველოს მთავარი პროკურატურის განცხადებაში. როგორც განცხადებაშია ნათქვამი შეიცვალა საოლქო და რაიონული პროკურორები, ასევე ცვლილებები განხორციელდა საქართველოს მთავარ პროკურატურაში, კერძოდ შეიცვალა დეპარტამენტების ხელმძღვანელები. ცვლილებები განხორციელდა თბილისის პროკურატურაშიც. განცხადებაში ასევე ნათქვამია, რომ ყველა განხორციელებული ცვლილება პროკურატურის ვებ-გვერდზე გამოქვეყნდება. „საკადრო გადაადგილებების შედეგად ძირითადად ცვლილებები საოლქო და რაიონული პროკურატურების ხელმძღვანელებს შეეხო. კონკრეტულად კი შეიცვალა რამდენიმე ოლქის და რაიონული პროკურორი და მოადგილეები: აჭარის ავტონომიური რესპუბლიკის პროკურორად ლევან პაქსაშვილი, დასავლეთ საქართველოს საოლქო პროკურორად ავთანდილ კოჭლამაზაშვილი, ქვემო ქართლის საოლქო პროკურორად ლევან გეგეჭკორი, შიდა ქართლისა და მცხეთა-მთიანეთის საოლქო პროკურორად შოთა ტყეშელაშვილი, სამეგრელო-ზემო სვანეთის საოლქო პროკურორად ილია ჯალაღანია დაინიშნა. რაც შეეხება თბილისის პროკურატურას და სხვა რაიონულ პროკურატურებს, შიდა საკადრო გადაადგილებების შედეგად თბილისის პროკურორის მოადგილედ-საგამოძიებო ნაწილის უფროსად მერაბ ჯერანაშვილი, ექვსი პირი სხვადასხვა რაიონულ პროკურორად, ხოლო ორი რაიონული პროკურორის მოადგილედ დაინიშნა. საკადრო ცვლილებები ასევე საქართველოს მთავარ პროკურატურასაც შეეხო. გადაადგილებები განხორციელდა რამდენიმე დეპარტამენტში, კერძოდ კი შეიცვალნენ უფროსები და მოადგილები. ასევე, პროკურატურის უწყებაში შიდა საკადრო გადაადგილების ფარგლებში, საქართველოს მთავარი პროკურორის ინიციატივით შექმნილი საკონსულტაციო საბჭოს სხდომა გაიმართა. საბჭოს წევრებმა სხდომაზე ოთხი რიგითი პროკურორის ხელმძღვანელ თანამდებობაზე დაწინაურების საკითხზე იმსჯელეს და მთავარ პროკურორს დადებითი რეკომენდაციები წარუდგინეს, რის შემდეგაც მთავარი პროკურორის ბრძანებით აღნიშნული პირები დააწინაურდნენ და სხვადასხვა თანამდებობაზე დაინიშნენ. საქართველოს პროკურატურაში შიდა საკადრო ცვლილებები პროკურატურის მუშაობის ეფექტურობის გაუმჯობესებას ემსახურება, რის შედეგადაც თანამდებობებზე საერთო ჯამში ოცდაათი პირი დაინიშნა. ყველა განხორციელებული ცვლილება პროკურატურის ოფიციალურ ვებ-გვერდზე განთავსდება“, - ნათქვამია განცხადებაში.
SJC: რუსეთის მიერ ცხინვალის რეგიონის ფაქტობრივი ანექსია უფრო აგრესიულ ეტაპზე გადავიდა
„თეგეტამ“ „დეილი ჯგუფს“ საოპერაციო ლიზინგის ფარგლებში FAW-ის 50 სატვირთო ავტომობილი მიაწოდა
ბერა ივანიშვილზე დაწერილი პოსტის გამო, ნატა ფერაძე სასამართლოში დაიბარეს
სუს: სოფელ ბერუშეთთან ოკუპანტების მიერ დაკავებული საქართველოს მოქალაქე თავისუფალია
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ბელარუსის ოპოზიციამ უკრაინას მინსკის მიერ ომისთვის შესაძლო მზადების ნიშნების შესახებ ანგარიში გადასცა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)