|
2024-09-19 16:23:31, 358 ნახვა
საზოგადოება
ნუცა გაგნიძეს საზოგადოების დახმარება სჭირდება
ონის მუნიციპალიტეტში, პატარა ნუცა გაგნიძეს, რომელიც ანსამბლ "ძირიანის" გარდაცვლილი წევრის, ნიკა გაგნიძის შვილია, უმძიმესი დიაგნოზი დაუსვეს. პაციენტის ზოგადი მდგომარეობა დამძიმდა, სიმძიმე გამოწვეულია თირკმლის პოლიცისტური დაავადებითა და ღვიძლის პოლიცისტიზით. დადასტურებულია მეოთხე ტიპის თირკმლის პოლიცისტური დაავადება ღვიძლის პოლიცისტური დაავადებით. ყოველი დღე გადამწყვეტია, პატარა ნუცას სასწრაფოდ ესაჭიროება გადანერგვა (დონორი დედაა). შეგახსენებთ, რომ ანსამბლის "ძირიანის" წევრები, ძმები ნიკა და თორნიკე გაგნიძეები 2022 წელს გაირდაიცვალნენ ტრაგიკული შემთხვევის შედეგად. ნიკა გაგნიძეს დარჩა 2 მცირეწლოვანი შვილი ნუცა და ანდრეა. ვინაიდან ოპერაცია არ კეთდება საქართველოში, ამიტომ საჭიროა ბავშვის საზღვარგარეთ სასწრაფოდ გადაყვანა. სამედიცინო ხარჯები ფინანსურად დიდ რესურსს მოითხოვს, ოჯახს კი, ამის საშუალება არ აქვს. ჩვენ ერთად შევძლებთ, შევცვალოთ ნუცას მომავალი, ამაში კი თითოეული თქვენგანის გაღებული მცირედი თანხაც დაეხმარება პატარა ნუცას. 60 000 $ გვჭირდება ნუცას გადასარჩენად - გავერთიანდეთ. "საქართველოს ბანკის" ანგარიში: მიმღები სალომე ქოჩლაძე - GE36BG0000000469369000 "ლიბერთი ბანკის" ანგარიში: მიმღები გვანცა ქოჩლაძე - GE19LB0711189587982000 "თიბისი ბანკის" ანგარიში: მიმღები ლია თაბუკაშვილი - GE64TB7429845061600004
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)