21:09 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-19 10:40:04, 324 ნახვა

საზოგადოება
ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები ეროვნულ პარკებს სტუმრობენ

მედიატური მნიშვნელოვანი შესაძლებლობაა პოტენციურ ვიზიტორთა დაინტერესებისა და საქართველოში მოზიდვის თვალსაზრისით - მედიატურის მონაწილეებს შორის არიან ტურისტული კომპანიების წარმომადგენლები, რომლებიც ტურებს მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყანაში ახორციელებენ. ამის შესახებ ინფორმაციას დაცული ტერიტორიების სააგენტო ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მედიატურის მონაწილეები დაცულ ტერიტორიებს და განიხილავენ სამომავლოდ საქართველოში ტურების დაგეგმვის შესაძლებლობებს გაეცნობიან. მედიის წარმომადგენლები საქართველოს ეროვნული პარკების შესახებ ინფორმაციას, ფოტო-ვიდეო მასალასთან ერთად, ჩინეთის პოპულარულ სოციალურ პლატფორმებსა და სატელევიზიო სივრცეში განათავსებენ.

მათივე ცნობით, მედიატურის მიზანს ჩინურ ბაზარზე ქვეყნის ტურისტული პოტენციალის პოპულარიზაცია წარმოადგენს. აღსანიშნავია, რომ ჩინეთი საქართველოსთვის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი სამიზნე ქვეყანაა. ჩინელი მოგზაურების სტატისტიკა საქართველოში, კერძოდ, დაცულ ტერიტორიებზე, ყოველწლიურად მზარდია. წალკის კანიონზე განხორციელებულ ტურს დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარე ბესიკ კუსიდი და თავმჯდომარის მოადგილე თამარ ხახიშვილი ესწრებოდნენ.

“ეს არის იმ კამპანიის ნაწილი, რომელსაც დაცული ტერიტორიების სააგენტო  მიმდინარე წლის განმავლობაში საქართველოს დაცული ტერიტორიების უცხოურ ბაზარზე პოპულარიზაციისთვის ახორციელებს. წელს მივიღეთ მონაწილეობა ჰონგ-კონგის ტურისტულ გამოფენაში, სადაც შევხვდით არაერთ საერთაშორისო ტურისტულ და მედია კომპანიას. სწორედ აღნიშნულ კომპანიებთან თანამშრომლობით შედგა ჩინეთის მედიასაშუალებებისა და ტურისტული კომპანიების წარმომადგენლების ვიზიტი საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე“,- აღნიშნა დაცული ტერიტორიების სააგენტოს თავმჯდომარის მოადგილემ, თამარ ხახიშვილმა.

5 დღის განმავლობაში, მედიატურის მონაწილეები საქართველოს პოპულარულ და გამორჩეულ დაცულ ტერიტორიებს ყაზბეგის ეროვნულ პარკს, ოკაცეს კანიონს, პრომეთეს მღვიმეს, მარტვილის კანიონს და მტირალას ეროვნულ პარკს მოინახულებენ.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
ელენე ხოშტარიას უახლოეს დღეებში დამატებითი კვლევების ჩატარების მიზნით, სამოქალაქო სექტორის კლინიკა „ვივამედში" გადაიყვანენ
ტოკაევმა კობახიძე ყაზახეთის რესპუბლიკის პირველი ხარისხის „მეგობრობის" საპატიო ორდენით დააჯილდოვა
ორბანის გადადგომის შემდეგ უნგრეთმა რუსეთის მოქალაქეებზე ვიზების გაცემა შეაჩერა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics