|
2024-09-18 17:25:50, 522 ნახვა
პოლიტიკა
ხაზარაძე გახარიაზე - გავაგრძელებთ კონსულტაციებს - არ დამთავრებულა
ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება,- ამის შესახებ "ძლიერი საქართველოს" ლიდერმა, მამუკა ხაზარაძემ "საქართველოსთვის" ლიდერთან, გიორგი გახარიასთან შეხვედრის შემდეგ განაცხადა. ხაზარაძემ მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას გახარიას "კონსტრუქციული მიდგომისთვის" მადლობა გადაუხადა. "მათთან [კოალიციასთან] შეთანხმების გარეშე, მე დამოუკიდებლად ნაბიჯს არ გადავდგამ. კოოპერაციაზე წინააღმდეგი არავინ არაა. ჩვენ ბატონ გიორგი გახარიას შევთავაზეთ, რომ ამ გაერთიანებაში, კოალიციაში შემოსულიყო თანაბარსწორუფლებიან პარტნიორად. დეტალებში ვერ შემოვალ, რადგან ეს ჩვენი პირადი მოლაპარაკებაა. თანაბარსწორუფლებიანი პარტნიორი თანაბარსწორუფლებიან პარტნიორობას ნიშნავს. შესაბამისად, ჩვენ გავაგრძელებთ კონსულტაციებს, არ დამთავრებულა, საუბარი გრძელდება. მინდა, მას კონსტრუქციული მიდგომისთვის მადლობა გადავუხადო. ეს მარტივი რაღაც არ არის. მინდა, იმას მივაღწიო, რომ არჩევნებამდე ჩვენ მოქალაქეებს ვაჩვენოთ, კოალიცია როგორ გამოიყურება და ვის რა ზომა და წონა აქვს ამ კოალიციაში, ეს მთავარი არაა. მთავარი არის, რომ ჩვენ ქართველ ხალხს ვაჩვენოთ, რომ მრგვალი მაგიდის, იდეის გარშემო საქართველოს ინტერესებისთვის გაერთიანება შეგვიძლია",- განაცხადა ხაზარაძემ. შეგახსენებთ, 16 სექტემბერს, საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა განაცხადა, რომ "ძლიერი საქართველოს" ლიდერ მამუკა ხაზარაძესა და "საქართველოსთვის" ლიდერ გიორგი გახარიას გაერთიანების საკითხზე მოლაპარაკებებისთვის ორბელიანების სასახლეში იწვევდა. გუშინ, 17 სექტემბერს ვიდრე ხაზარაძე და გახარია ზურაბიშვილს შეხვდებოდნენ, პირისპირ შეხვედრა გამართეს. დღეს, 18 სექტემბერს კი, ორი ლიდერის შეხვედრის მეორე რაუნდი გაიმართა.
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)