21:42 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 17:00:51, 422 ნახვა

მსოფლიო
ტილვარი - ნატოს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების და რაკეტების განმეორებითი შეჭრის გამო B9-ის სახელმწიფოები შეშფოთებას გამოხატავენ

ნატოს უნდა ჰქონდეს მტკიცე, კოორდინირებული პასუხი, როდესაც უკრაინის მიმართულებით გაშვებული რუსული რაკეტები ან თვითმფრინავები ალიანსის საჰაერო სივრცეში შედიან,- ამის შესახებ რუმინეთის თავდაცვის მინისტრმა, ანგელ ტილვარმა განაცხადა.

მისი თქმით, ნატოს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების და რაკეტების განმეორებითი შეჭრის გამო, B9-ის სახელმწიფოები შეშფოთებას გამოხატავენ.

“სექტემბრის დასაწყისში ნატოს ქვეყნებმა, რუმინეთმა და ლატვიამ მათ საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების შესვლის ფაქტი დააფიქსირეს. B9-ის სახელმწიფოები ღრმად არიან შეშფოთებული ნატოს საჰაერო სივრცეში რუსული თვითმფრინავების და რაკეტების განმეორებითი შეჭრის გამო. ამიტომ, საჭიროა ძლიერი, კოორდინირებული რეაგირება მოკავშირეთა დონეზე“,- განაცხადა ტილვარმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
პროკურატურამ ფორმულას მიმართ აღძრულ საქმეზე გამოკითხვაზე ჟურნალისტი ნატუკა ლომაძე დაიბარა
მინდია შერვაშიძე ციხიდან გამოსვლისთანავე 500 ლარით დააჯარიმეს
კობახიძე: მიუხედავად წარმოქმნილი გამოწვევებისა, კვლავაც გვწამს, რომ დადგა დრო, გადავტვირთოთ აშშ-სთან სტრატეგიული პარტნიორობა
შსს მალანიაზე: ჰქონდა ინფორმაცია ავალიანზე თავდასხმაზე და პოლიციას არ შეატყობინა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics