10:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-22 13:18:32, 400 ნახვა

პოლიტიკა
გიორგი კახიანი: მცდელობა, რომ ვინმე სადმე გადაბირებულიყოს, არ ყოფილა - "მრეწველების" წევრად ვრჩები

პარლამენტის საპროცედურო საკითხთა და წესების კომიტეტის თავმჯდომარე, ფრაქცია "მრეწველების" წევრი გიორგი კახიანი მიჩნევს, რომ დაპირისპირება სააშკარაოზე არ უნდა გამოდიოდეს და ის შიდა კოალიციურ ფორმატში უნდა განიხილებოდეს.

კახიანი ამბობს, რომ ფრაქცია "მრეწველების" წევრად რჩება:

"ერთის მხრივ შეიძლება დაპირისპირება იყოს კოალიციის შიგნით იმიტომ რომ ეს საკმაოდ დიდი ერთობაა, 87 წევრია კოალიციაში, თუმცა ყველა ეს საკითხი პირველ რიგში შიდაკოალიციურ ფორმატში უნდა გადაწყდეს და თუ ამის აუცილებლობაა, ასეთ შემთხვაში შეიძლება ამის გარეთ გამოტანა.

მცდელობა იმისა, რომ ვინმე სადმე გადაბირებულიყოს, არ ყოფილა. თავის დროზე, როდესაც ეს ფრაქცია შეიქმნა, ეს იყო კოალიციური გადაწყვეტილება. ამ გადაწყვეტილების შესაბამისად მე ვარ ამ ფრაქციაში. არაფერი არ შეცვლილა ამ თვალსაზრისით, კოალიცის მხრიდან დამოკიდებულებას ვგულისხმობ. ასე რომ, მე ვრჩები ამ ფრაქციის წევრად", - განაცხადა გიორგი კახიანმა.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აშშ-ის საჰაერო ძალებმა წყნარ ოკეანეში B-2-დან გაშვებული LRASM რაკეტა გამოსცადეს
მოსკოვს კვლავ დრონებმა დაარტყეს, დაიბომბა ნოვოროსიისკის პორტიც
ვიტკოფი ირანთან მოლაპარაკებებისთვის კატარში გაფრინდა
შეერთებული შტატები 40 წლის შემდეგ პირველად შექმნის ახალ ბირთვულ ქობინს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics