20:00 - 09 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-09-18 15:42:45, 466 ნახვა

პოლიტიკა
დანიგანი - მთავრობის ანტიდემოკრატიული ქმედებები საქართველოს ან ქართველ ხალხს არ ეხმარება

საქართველოს მთავრობის ბოლო ანტიდემოკრატიული ქმედებები, აშშ-სა და დასავლეთის შესახებ დეზინფორმაცია და განცხადებები, როგორიც პრემიერ-მინისტრმა გუშინ გააკეთა, არ ეხმარება საქართველოს ან ქართველ ხალხს,- ამის შესახებ საქართველოში ამერიკის შეერთებული შტატების ელჩმა, რობინ დანიგანმა განაცხადა.

როგორც დანიგანმა მედიის წარმომადგენლებთან საუბრისას აღნიშნა, "ქართველი ხალხის ინტერესებში არ შედის ისეთი ქმედებები და განცხადებები, რომლებიც დასავლეთისგან, ევროპისა და აშშ-სგან საქართველოს იზოლაციას ზრდის".

"ქართველმა ხალხმა დიდი უმრავლესობით თქვა, რომ მათი მომავალი არის მომავალი ევროპასთან, დასავლეთთან და ქმედებები, განცხადებები, რომლებიც საქართველოს იზოლაციაში აქცევს, არ ემსახურება ამ მიზანს. მინდა, კიდევ ერთხელ გავიმეორო, რომ მსოფლიოში არ არსებობს ქართველი ხალხის და ქართველი ხალხის ევროატლანტიკური ინტეგრაციის უფრო ძლიერი მხარდამჭერი, ვიდრე არის აშშ.

გავაგრძელებთ ქართველი ხალხის მხარდაჭერას და დახმარებას, რათა საქართველო გახდეს უფრო ძლიერი, ეკონომიკურად უფრო განვითარებული ქვეყანა, რომელიც იქნება ევროკავშირის წევრი. განცხადებები, რომლებიც მიმართულია საქართველოს აშშ-სგან იზოლირებისკენ, არავისთვის სასარგებლო არ არის",- განაცხადა აშშ-ის ელჩმა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ვოლსკი: საიდან მოიტანეს ეს ქარდი, ან ვინ ალაიქებს, ან ვინ აჰაჰავებს
რას პასუხობს საზოგადოებრივი მაუწყებელი სინდისის პატიმრების მშობლებს ეთერის მოთხოვნაზე
რიკოთზე ავარიას 2 ადამიანი ემსხვერპლა, დაშავდა ბავშვი
ზურაბ ჯაფარიძე: ერთადერთი, რაც თვითმხილველებს „ახსოვთ“, არის ის, რომ ჩვენ „ზეწოლისკენ“ მოვუწოდეთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics