|
2024-09-17 19:43:21, 369 ნახვა
პოლიტიკა
ორბელიანების სასახლეში მამუკა ხაზარაძისა და გიორგი გახარიას შეხვედრა დასრულდა
ორბელიანების სასახლეში კოალიცია „ძლიერი საქართველოს“ ლიდერის, მამუკა ხაზარაძისა და პარტია „საქართველოსთვის“ თავმჯდომარის, გიორგი გახარიას შორის შეხვედრა დასრულდა. როგორც მამუკა ხაზარაძემ ჟურნალისტებთან საუბრისას აღნიშნა, არსებობს ტექნიკური საკითხები და მხარეებს შორის მოლაპარაკება არ დამთავრებულა. "ბევრ საკითხთან დაკავშირებით მიუხედავად ჩვენ აზრთა სხვადასხვაობისა, შევთანხმდით ერთ რამეზე რომ გავაკეთებთ ყველაფერს იმისათვის, რომ გავაკეთოთ სრული მობილიზაცია, რომ ქართული ოცნება ბიძინა ივანიშვილის ხელმძღვანელობით, გავუშვათ ხელისუფლებიდან და ქვეყანა ძალიან სწრაფად დავაყენოთ ევროპული განვითარების გზაზე. ჩვენ მოლაპარაკება არ დაგვიმთავრებია, არის ტექნიკური საკითხები, მოლაპარაკება არ არის დამთავრებული, ავიღეთ პაუზა, ვისაუბრებთ და პირველები იქნებით ვისაც შეგატყობინებთ", - განაცხადა მამუკა ხაზარაძემ. თავის მხრივ, გიორგი გახარიამ აღნიშნა, რომ ხაზარაძემ გადაწყვეტილებისთვის დამატებით ერთი დღე ითხოვა, ხოლო მისი და მისი გუნდის პოზიცია ნათელი და მკაფიოა. "მე არ მინდა ბევრ დეტალებზე ვისაუბრო. შემიძილია გითხრათ, რომ ჩემი მხრიდან ყველაფერი ნათელია, პოზიცია დაფიქსირებულია, აქ არაფერი საიდუმლო არ არის. ხაზარაძემ ითხოვა რაღაც დრო იმიტომ რომ, როგორც ჩანს, მას შესათანხმებელი აქვს პოზიციები თავის, არ ვიცი, როგორც ხდება ხოლმე. ამიტომ ეს არის რის გამოც ეს გადაიდო", - განაცხადა გახარიამ. შეგახსენებთ, გუშინ, 16 სექტემბერს საქართველოს პრეზიდენტმა, სალომე ზურაბიშვილმა კოალიცია, "ძლიერი საქართველოს" ლიდერი მამუკა ხაზარაძე და პარტია "გახარია - საქართველოსთვის" ლიდერი გიორგი გახარია 17 სექტემბერს, ორბელიანების სასახლეში გაერთიანების საკითხზე მოსალაპარაკებლად მიიწვია.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)