|
2024-09-17 17:53:14, 350 ნახვა
პოლიტიკა
პარლამენტმა უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილი აირჩია
პარლამენტმა 83 ხმით, უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ ნიკოლოზ მარსაგიშვილის არჩევას დაუჭირა მხარი. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტი ავრცელებს. პარლამენტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში ნათქვამია, რომ ნიკოლოზ მარსაგიშვილს მოსამართლედ მუშაობის 16-წლიანი გამოცდილება აქვს და იგი 2020 წლიდან საქართველოს იუსტიციის უმაღლესი საბჭოს წევრი და იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანია. "უზენაესი სასამართლოს მოსამართლედ არჩევამდე ნიკოლოზ მარსაგიშვილს იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე მოუსმინეს. მოსმენის პროცესში მონაწილეობა მიიღეს ფრაქცია „ქართული ოცნების", პოლიტიკური ჯგუფის „ხალხის ძალის" და ასევე არასაპარლამენტო სუბიექტების - იურიდიული დახმარების სამსახურისა და ადვოკატთა ასოციაციის წარმომადგენლებმა. როგორც პარლამენტის თავმჯდომარე შალვა პაპუაშვილმა განმარტა, მოქმედ მოსამართლეს უფლებამოსილების ვადა 2025 წლის 12 ივნისს ეწურება, კონკურსის შედეგად შერჩეული პირი კი უფლებამოსილებას 2025 წლის 13 ივნისიდან შეუდგება", - ნათქვამია ინფორმაციაში.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)