|
2024-09-16 21:37:42, 515 ნახვა
პოლიტიკა
მდინარაძე - ჩვენი გმირები შეეწირნენ ერთიანი საქართველოს იდეას და ამ იდეის აღსრულებას სჭირდება - შერიგება ბოდიშის გარეშე შეუძლებელია
ჩვენი გმირები შეეწირნენ ერთიანი საქართველოს იდეას და ამ იდეის აღსრულებას სჭირდება დიდი შერიგება ჩვენს ოს დებთან და ძმებთან, - ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერმა, მამუკა მდინარაძემ განაცხადა. მდინარაძის თქმით, "აფხაზ დებთან და ძმებთან დიდი შერიგება ბოდიშის გარეშე შეუძლებელია". "არსებობს კონფლიქტის გადაჭრის ორი გზა. ერთია ომი და მეორეა ურთიერთპატიება. ჩვენ ვირჩევთ ურთიერთპატიების გზას. და იმ ადამიანებმა ვინც გაილაშქრეს ქვეყნის ერთიანობის, ურთიერთპატიების, შერიგების წინააღმდეგ უნდა კარგად გაათვითცნობიერონ რას დაუპირისპირდნენ, რასთან დაკავშირებით სცადეს სპეკულაციები, რასთან დაკავშირებით სცადეს, აი ამ ბინძურ, პოლიტიკურ შეხლა-შემოხლაში და სიბინძურე მხოლოდ მათი მხრიდან არის გაერიათ, გაესვარათ გმირების სახელები და გვარები. რას ატყუებენ ისინი ქართულ საზოგადოებას და რატომ სჭირდებათ ტყუილის თქმა, რომ თითქოს ვინმე ამბობს, რომ ან ოკუპანტს, ან მკვლელს ან მწამებელს ბოდიში უნდა მოუხადოს ვინმემ", - განაცხადა მდინარაძემ.
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)