23:39 - 29 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-21 14:42:14, 657 ნახვა

საზოგადოება
პატრიარქი: ვინც დაიმდაბლებს თავსა, იგი ამაღლდება

"ვინც აღიმაღლებს თავსა თვისსა, იგი დამდაბლდება და ვინც დაიმდაბლებს თავსა, იგი ამაღლდება, ეს არის გზა სასუფველისკენ",-ამის შესახებ სრულაიდ საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქმა ილია მეორემ დღევანდელი ქადაგებისას ბრძანა.

უწმინდესმა ქადაგების დასრულების შემდეგ  გვარი დალოცა და რამდენიმე სასულიერო პირი დააჯილდოვა:

"დრონი იცვლებიან და ჩვენც ვიცვლებით მათთან ერთად. მოგვიახლოვდა დიდი მარხვა, დღევანდელ დღეს ეწოდება მეზვერისა და ფარისევლის კვირიაკე. სახარებაში წერია, რომ ორი ადამიანი მეზვერე და ფარისეველი შევიდნენ ტაძარაში, ფარისეველი დადგა წინ და მეზვერე ტაძრის უკან. 
მეზვერე გრძნობდა თავის უღირსებად თავის ცოდვებს, ხოლო ფარისეველი წარსდგა წინ და ამბობდა- გმადლობ შენ უფალო, რომ არ ვარ ისეთი, როგორიც სხვა ადამიანებია, ავაზაკები. კვირაში ორჯერ ვმარხულობ, შესაწირსაც ვაძლევ. მეზვერე, რომელიც გადასახადს კრეფდა ხალხისგან, გრძნობდა თავის დანაშაულს, ძალიან ხშირად ზედმეტსაც ართმევდა ხალხს, მეზვერე უფრო გამართლებული გავიდა ტაძრიდან, ვიდრე ფარისეველი. ვინც აღიმაღლებს თავსა თვისსა, იგი დამდაბლდება და ვინც დაიმდაბლებს თავსა, იგი ამაღლდება, ეს არის გზა სასუფველისკენ. ღმერთმა მოგვანიჭოს სიმდაბლე, რათა ავიდეთ სრულყოფილების კიბეზე",-ბრძანა პატრიარქმა.

 





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics