07:23 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-28 17:16:36, 577 ნახვა

მსოფლიო
საფრანგეთს ძებნილთა სიაში Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმა ნიკოლაი დუროვიც ჰყავს შეყვანილი

საფრანგეთს ძებნილთა სიაში Telegram-ის დამფუძნებლის, პაველ დუროვის ძმა ნიკოლაი დუროვიც ჰყავს შეყვანილი. ინფორმაციას ამის შესახებ Politico ავრცელებს.

ნიკოლაი დუროვის დასაკავებლად ორდერი მარტში გამოიცა. დოკუმენტი რომელსაც Politico ექსკლუზიურად გაეცნო აჩვენებს, რომ Telegram-ის  მიმართ ფარული გამოძიება ბევრად უფრო ადრე დაიწყო და უფრო ფართოა, ვიდრე ეს აქამდე იყო ცნობილი.

საუბარი ეხება Telegram-ის  უარს, ითანამშრომლოს გამოძიებასთან ბავშვთა სექსუალური ძალადობის ფაქტებზე მიმდინარე საქმეზე.

კერძოდ, გამოძიება სასამართლოს საშუალებით ითხოვდა Telegram-ის  მომხმარებლის იდენტიფიცირებას, რაც არ მოხდა, რის შემდეგაც საფრანგეთმა დუროვების დაკავების ორდერი გამოსცა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთი საწვავის შოკის წინაშე დგას: ბენზინის ფასები ერთ წელიწადში 20%-ით გაიზარდა
„საშინელი და უპრეცედენტო რეკორდი“ - რუსეთის არმიის დანაკარგებმა უკრაინაში 1.4 მილიონს მიაღწია
პროკურატურამ არასრულწლოვანი შვილების მიმართ ჩადენილი ტრეფიკინგის ფაქტზე 3 პირს ბრალდება წარუდგინა
ლაიენი: სამხრეთ კავკასია მსოფლიოს უდიდესი გზაჯვარედინია, სტრატეგიული მნიშვნელობა ზრდას აგრძელებს და აზერბაიჯანს ცენტრალური როლი აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics