|
2016-02-19 14:23:27, 693 ნახვა
ეკონომიკა
ბიზნეს კაფეს რიგით მესამე შეხვედრა
საკონსულტაციო კომპანია ინსორსი, “პაშა ბანკის” ექსკლუზიური მხარდაჭერით, აგრძელებს "ბიზნეს კაფეს" შეხვედრებს. 17 თებერვალს, სასტუმრო "რუმსში", რიგით მესამე შეხვედრა გაიმართა. საქართველოში მოღვაწე ბიზნეს კომპანიების უმაღლესი რგოლის მენეჯერებმა სპეციალურად მოწვეულ კონსულტანტ ანდრო დგებუაძეს მოუსმინეს. შეხვედის თემა იყო „მენეჯმენტი 3.0 ანუ უკუღმა წაკითხული MBA -ს წიგნები.“ ბიზნეს კაფეს პირველი შეხვედრა 2015 წლის ოქტომბერში შედგა და მისი თემა ადამიანური რესურსების მართვას ეხებოდა, მოდერატორად კი დავით გოგიჩაიშვილი იყო მოწვეული; ხოლო მეორე შეხვედრას უძღვებოდა ალექსანდრე ჯეჯელავა თემით „ორგანიზაციული კულტურა“. პროექტის მიმართ ინტერესი მუდმივად იზრდება, რადგან ბიზნეს კაფემ საშუალება მისცა, საქართველოში მოღვაწე კომპანიების მმართველებს თავიანთი ხედვა და გამოცდილება გაუზიარონ ერთმანეთს არაფორმალურ გარემოში. 2016 წელს ინსორსი პაშა ბანკის მხარდაჭერით 6 შეხვედრას ჩაატარებს.
(R)
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან



epn.ge (@expressnews.ge)