09:13 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-18 22:33:26, 380 ნახვა

პოლიტიკა
თოფაძე რესპუბლიკელებზე: მურვან ყრუ რომ იყო ასე არ სძულდა საქართველოს მოსახლეობას, როგორც ესენი სძულთ

''მურვან ყრუ რომ იყო ასე არ სძულდა საქართველოს მოსახლეობას, როგორც ესენი სძულთ'' - ასე შეაფასა მრეწველების ლიდერმა, გოგი თოფაძემ რესპუბლიკელები ტელეკომპანია ''იბერიის'' ეთერში და იქვე აღნიშნა, რომ ისინი დიდ ზიანს აყენებენ კოალიციას.

''მან თავის ქცვით და თავის ჩარევით ძალიან დაგვაზიანა და არაერთხელ ჩვენი ოპონენტები გაიხსენებენ შემდეგ არჩევნებზე. ჩამოყალიბებული აზრი, რომ საქართველოში აღარ იქნება ეს მეთოდები გამოყენებული გაყალბების მხრივ ამ შემთხვევაში ქალბატონმა მინისტრმა ძალიან დიდი ზიანი მოგვაყენა. ლევან ბერძენიშვილს შუბლის ძარღვი გაწყვეტილი, რომ არ ჰქონდეს, ასე აქტიურად არ ჩაერეოდა. 80-იანი წლების მის ძალიან სამარცხვინო ქმედებას, როდესაც თავის თანაგუნდელები, რომელიც პოლიტიკური საბაბით ერთად იყვნენ პატიმრები, მისი განცხადებაც არის, როგორი განცხადება დაწერა, როგორ ჩაუშვა ეს სამივე თავის მეგობარი. ესენი ნუ იჩემებენ, რომ ესენი არიან წამყვანი გუნდი ჩვენს კოალიციაში. პირიქით, მე მეტს გეტყვით, ესენი ისე სძულთ საქართველოს მოსახლეობას, ვერსად მარტო ვერ იყრიან კენჭს. მურვან ყრუ რომ იყო ასე არ სძულდათ როგორც ესენი სძულთ. ამიტომ ესენი ვერ გაბედავენ ვერსად, რომ ცალკე გავიდნენ. ვიღაცას უნდა ჩამოეკიდნ,'' - განაცხადა საპარლამენტო უმრავლესობის ერთ-ერთმა ლიდერმა, გოგი თოფაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics