|
2024-08-07 17:27:29, 423 ნახვა
პოლიტიკა
გორდულაძე - სააკაშვილი აპროტესტებს მისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას და ეს სხვა არაფერია, თუ არა გარიგება, რომელიც შესაძლებელია არსებობდა მასსა და პრეზიდენტს შორის
დღემდე „ნაციონალური მოძრაობის“ არცერთ წევრს არ განუმარტავს საზოგადოებისთვის - რატომ აპროტესტებს მიხეილ სააკაშვილი მისთვის სასარგებლო სასამართლოს გადაწყვეტილებას აღკვეთ ღონისძიებასთან დაკავშირებით, - ამის შესახებ ფრაქცია „ქართული ოცნების“ თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ, არჩილ გორდულაძემ განაცხადა. გორდულაძის თქმით, „შესაძლოა, არსებობდა გარიგება მიხეილ სააკაშვილსა და სალომე ზურაბიშვილს შორის, რომელიც სავარაუდოდ, აპირებდა წინასაარჩევნოდ შეეწყალებინა ყოფილი პრეზიდენტი". „საზოგადოებისთვის რომ იყოს კიდევ უფრო ნათელი, უნდა ვთქვათ, რომ სასამართლომ მიიღო აღმკვეთი ღონისძიების შეფარდების თაობაზე გადაწყვეტილება და მიხეილ სააკაშვილისთვის ეს უფრო სასარგებლო გადაწყვეტილებაა, ვიდრე საზიანო, ერთი შეხედვით, რადგან სასამართლო შეზღუდულია 9 თვით. 9 თვეში იგი ვალდებულია, რომ მიიღოს შესაბამისი განაჩენი. ამავდროულად მიხეილ სააკაშვილს ახლა 6 წელი აქვს პატიმრობა შეფარდებული და საზღვრის კვეთასთან დაკავშირებით გამამტყუნებელ განაჩენში, გამამტყუნებელი განაჩენი დადგება მაღალი ალბათობით, 6-წლიანი სასჯელი მოიცავს მათ შორის საზღვრის კვეთასთან დაკავშირებულ პატიმრობის ვადასაც. ეს ერთი შეხედვით სასარგებლო არის, რა თქმა უნდა, მიხეილ სააკაშვილისთვის, მაგრამ იგი აპროტესტებს და ეს პროტესტი სხვა არაფერი არ არის, თუ არა ის გარიგება, რომელიც შესაძლებელია არსებობდა მასსა და პრეზიდენტს შორის და ქალბატონი სალომე ზურაბიშვილი, სავარაუდოდ, აპირებდა, რომ შეეწყალებინა მიხეილ სააკაშვილი, რაც მათ შორის უნდა ყოფილიყო, ალბათ, წინასაარჩევნოდ. ჩვენ გვახსოვს, რომ 2021 წელს ზუსტად წინასაარჩევნოდ შემოაპარეს გარკვეულმა პირებმა და უცხოურმა ძალებმა არაჟნის კონტეინერით მიხეილ სააკაშვილი, შესაბამისად, ახლაც, სავარაუდოდ, იყო გარკვეული გათვლა, რომ წინასაარჩევნოდ უნდა შეწყალებულიყო ეს ადამიანი და პროკურატურის დასაბუთება, რომ არსებობდა გარკვეული რისკები მხოლოდ და მხოლოდ გვიმართლდება. ადგნენ ახლა პატივცემულები და აუხსნან საზოგადოებას - რატომ აპროტესტებენ მიხეილ სააკაშვილისთვის სასარგებლო გადაწყვეტილებას“,- აღნიშნა გორდულაძემ.
Hürriyet: თურქეთის მიერ რუსეთისგან შეძენილი S-400-ები სპარსეთის ყურის ერთ-ერთ ქვეყანას მიჰყიდეს
თბილისში დააკავეს 1 პირი, რომელმაც არასრულწლოვანი დანით დაჭრა და მიიმალა
CNN: ისრაელი ლიბანს უახლოეს დღეებში ოკუპირებული ტერიტორიების ნაწილს დაუბრუნებს
თეთრ სახლში ილია თოფურიას ორთაბრძოლის დროს, თავდასხმა იგეგმებოდა - 8 ეჭვმიტანილი დააკავეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)