|
2024-08-07 11:26:04, 354 ნახვა
საზოგადოება
მიხეილ სარჯველაძემ სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი, კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი დაათვალიერა
მიხეილ სარჯველაძე თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში იმყოფებოდა და უწყების ხელმძღვანელმა სიცოცხლის მეცნიერებათა მუზეუმი და კლინიკური უნარებისა და მულტიდისციპლინური სიმულაციის ცენტრი დაათვალიერა, რომელიც უახლესი სამედიცინო სიმულატორებითა და სხვა დამხმარე საშუალებებითაა აღჭურვილი. ამის შესახებ ინფორმაციას ჯანდაცვის სამინისტრო ავრცელებს. სამინისტროს ცნობით, ცენტრში კლინიკური უნარ-ჩვევების დეპარტამენტიც ფუნქციონირებს, რომელიც სტუდენტთა სწავლებას ახორციელებს. “უნივერსიტეტში, მიხეილ სარჯველაძე დიპლომირებული მედიკოსის ამერიკული პროგრამასაც გაეცნო. სასწავლო კურსის მიზანი სტუდენტებისთვის თანამედროვე, მსოფლიოში აღიარებული სტანდარტების შესაბამისი სამედიცინო განათლების მიცემაა. თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტში მინისტრი უნივერსიტეტის რექტორს, ირაკლი ნატროშვილს, პროფესორებსა და თანამშრომლებს შეხვდა. მხარეებმა საგანმანათლებლო პროგრამების განვითარებასა და სამომავლო გეგმებზე ისაუბრეს“,- ნათქვამია ინფორმაციაში.
ზელენსკის თქმით, უკრაინამ მოსკოვის რეგიონში მდებარე დუბნას კოსმოსური კომუნიკაციების ცენტრს მეორედ დაარტყეს
კახა კალაძე; პეტერ ფიშერი არის მაგალითი იმისა, თუ როგორი არ უნდა იყოს ელჩი
ნატა ფერაძე: ბერას გინებაზე 3 000 ლარით დამაჯარიმეს
ეკატერინე ივანიშვილი მოკლული მასწავლებლის, გიგა ავალიანის დედის მიმართვას პასუხობს
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)