02:22 - 28 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-08-04 11:35:25, 598 ნახვა

სამართალი
თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს

თბილისში აზერბაიჯანელი ჟურნალისტი აფგან სადიგოვი დააკავეს. ამის შესახებ ინფორმაცია "ექსპრესნიუსს" შინაგან საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.

როგორც უწყებაში აცხადებენ, სადიგოვი 2024 წლიდან აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა.

"შინაგან საქმეთა სამინისტროს ცენტრალური კრიმინალური პოლიციის დეპარტამენტის მიერ დაკავებული იქნა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიერ მუქარისა და გამოძალვის ფაქტზე ძებნილი აზერბაიჯანის მოქალაქე ა. ს. მისი შემდგომი ექსტრადირების მიზნით.

აღნიშნული პირი, 2024 წლიდან მუქარისა და გამოძალვის ფაქტებზე გათვალისწინებული დანაშაულის ჩადენისათვის იძებნებოდა", - უთხრეს "ექსპრესნიუსს" შსს-ში.

სადიგოვის ინტერესებს "უფლებები საქართველო" იცავს. 

"არსებული ინფორმაციით, ქართველმა სამართალდამცველებმა სადიგოვი დააკავეს აზერბაიჯანის ხელისუფლების მოთხოვნის საფუძველზე, რომელიც სადიგოვს ბრალს სდებს აზერბაიჯანელი მაღალჩინოსნის მიმართ ჩადენილ მუქარასა და გამოძალვაში. 

საქართველოს პროკურატურა სადიგოვის მიმართ აღკვეთის ღონისძიების სახით პატიმრობას მოითხოვს. არსებობს ეჭვი, რომ ქართული მხარე სადიგოვის აზერბაიჯანში ექსტრადიციას გამარტივებული წესით გეგმავს",- აღნიშნულია ორგანიზაციის მიერ გავრცელებულ განცხადებაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ვენესუელაში მიწისძვრის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 1430-მდე გაიზარდა
ALGORITHM WATCH:შსს-მ სახის ამომცნობი კამერები მოსკოვში დაფუძნებული კომპანიისგან შეისყიდა
პატარიძე ხოშტარიაზე: ექიმის დასკვნის გარეშე ბრიფინგებით საუბარი "აბსურდის თეატრია"
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics