18:59 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 17:12:30, 546 ნახვა

მსოფლიო
ბლინკენი - ჰანიეს მკვლელობაში აშშ ჩართული არ იყო

ამერიკის შეერთებული შტატები არ იყო ჩართული "ჰამასის“ ლიდერის, ისმაილ ჰანიეს მკვლელობაში,- ამის შესახებ აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა განაცხადა.

სინგაპურში, ადგილობრივ მედიასთან საუბრისას ბლინკელმა თქვა რომ "ეს არის ის, რის შესახებაც არ იცოდნენ და არ იყვნენ ჩართულები".

ბლინკენს ასევე ჰკითხეს, შეიძლება თუ არა, რომ მომხდარს ომის მიმდინარეობაზე გავლენა ჰქონდეს, რაზეც სახელმწიფო მდივანმა თქვა:

"მრავალი წლის განმავლობაში ვისწავლე, რომ არასდროს მოვახდინო სპეკულაცია იმასთან დაკავშირებით, თუ რა გავლენა შესაძლოა იქონიოს ერთმა მოვლენამ რაღაცაზე“.

ბლინკენმა აგრეთვე ხაზი გაუსვა ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისა და მძევლების გათავისუფლების მნიშვნელობას. მისივე თქმით, ამის მხარდასაჭერად აშშ ყველაფერს გააკეთებს.

ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ, 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics