18:58 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-31 10:51:15, 510 ნახვა

მსოფლიო
მაჰმუდ აბასი - ჰანიეს მკვლელობა ლაჩრული ქმედება და სახიფათო მოვლენაა

პალესტინის პრეზიდენტი მაჰმუდ აბასი "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერის დაღუპვას ეხმაურება და მომხდარს "ლაჩრულ ქმედებასა და სახიფათო მოვლენას" უწოდებს.

ამის შესახებ საინფორმაციო სააგენტო Wafa წერს.

სააგენტოს ცნობით, აბასმა მოუწოდა პალესტინელებს, "გაერთიანდნენ, იყვნენ მომთმენები და მტკიცენი ისრაელის ოკუპაციის წინაშე".

ცნობისთვის, ირანის ისლამური რევოლუციის გუშაგთა კორპუსმა (IRGC) და "ჰამასმა" გაავრცელეს ინფორმაცია, რომლის მიხედვითაც, ირანის დედაქალაქ თეირანში ტერორისტული დაჯგუფება "ჰამასის" პოლიტიკური ლიდერი ისმაილ ჰანიე მოკლეს. ჰანიე ბოლოს საჯაროდ გუშინ, 30 ივლისს ირანის პრეზიდენტის, მასუდ პეზეშქიანის ინაუგურაციაზე ნახეს. ის ახალ პრეზიდენტს და ირანის უზენაეს ლიდერს, აიათოლა ალი ხამენეისაც შეხვდა. ისმაილ ჰანიე "ჰამასის" პოლიტბიუროს ხელმძღვანელად 2017 წელს აირჩიეს. 2018 წელს ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტმა ის ტერორისტად გამოაცხადა. ჰანიე ბოლო რამდენიმე წლის განმავლობაში კატარში ცხოვრობდა.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
უგულშემატკივრე ქართველ კალათბურთელებს მსოფლიო ჩემპიონატის შესარჩევ ეტაპზე | საქართველოს ბანკი - ეროვნული საკალათბურთო ნაკრების გენერალური სპონსორი
ევროპარლამენტი: მკაფიო გზავნილი საქართველოს და თურქეთს - რეფორმების გარეშე წინ ვერ წახვალთ
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics