|
2024-07-30 15:08:22, 400 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - „ლელოც“ ისეთივე სიყალბეა, როგორი სიყალბეც აღმოჩნდა ხაზარაძის მიერ შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროების შესახებ
პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილება კიდევ ერთი რგოლია სასამართლოს გადაწყვეტილებებში, რომლებსაც "ნაციონალური მოძრაობა“ მუდმივად აგებს, რადგან საკუთარი ქვეყნისა და სიმართლის წინააღმდეგ მოქმედებს,- ამის შესახებ "ქართული ოცნების“ პოლიტსაბჭოს წევრმა, პარლამენტის თავმჯდომარემ შალვა პაპუაშვილმა "ქართული ოცნების“ ოფისში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, "ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართველებს და უცხოელებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, მხოლოდ საქართველოს და ქართველების დაზიანების ინტერესი ამოძრავებთ". "ყველას გვახსოვს სტრასბურგის ადამიანის უფლებათა სასამართლოში წარმოებული საქმეები, რომლებიც ნაციონალურმა მოძრაობამ უკვე უამრავჯერ წააგო - "რუსთავი 2"-ის, მელიას, გვარამიას, სააკაშვილის, დემონსტრაციების კანონიერად დაშლის თუ სხვა საქმეები. ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართული სახელმწიფო, მისი მმართველობა და მართლმსაჯულება, საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებით მოქმედებს; ასევე ყოველ ჯერზე დასტურდება, რომ ქართველებს და უცხოელებს, რომლებიც თავს ესხმიან ქართულ სახელმწიფოს და მართლმსაჯულებას, მხოლოდ ჩვენი ქვეყნის და ჩვენი ხალხის დაზიანების ინტერესი ამოძრავებთ“,- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა. მისივე თქმით, "ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი ფინანსური მაქინაციების, ბიუჯეტიდან ფულის მიღების და ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებისთვის პოლიტიკური ანტურაჟის შექმნა იყო". "საბოლოოდ გაირკვა, თუ რეალურად რა იყო ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკაში მოსვლის მიზეზი, პარტია "ლელოს“ შექმნის საფუძველი და, სულ ახლახან, სხვა წვრილ პარტიებთან და არასამთავრობო სექტორის ფსევდოპოლიტიკოსებთან გაერთიანების ნამდვილი არსი - აშკარაა, რომ ეს იყო ფინანსური მაქინაციების, ბიუჯეტიდან ფულის მიღების და ხალხის ხარჯზე კიდევ უფრო გამდიდრებისთვის პოლიტიკური ანტურაჟის შექმნა. საბედნიეროდ, ყველაფერი უფრო ადრე გამოააშკარავა, ვიდრე ხაზარაძე-ჯაფარიძე ოქტომბრის არჩევნებამდე ხალხის ნაწილის მოტყუებას კიდევ ერთხელ შეძლებდნენ. "ლელოც“ და მისი გაერთიანებაც ისეთივე სიყალბეა, როგორი სიყალბეც აღმოჩნდა ხაზარაძის მიერ წლების განმავლობაში შექმნილი მითი ანაკლიის კონსორციუმის სახელმწიფოს მიერ შევიწროების შესახებ. ფაქტია, რომ ხაზარაძე ხალხს ხმას და 1,5 მილიარდ აშშ დოლარს სთხოვდა. ფულზე პარიზის არბიტრაჟმა უთხრა უარი. ახლა ჯერი ხალხზეა“,- განაცხადა პაპუაშვილმა.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)