|
2024-07-30 15:03:00, 465 ნახვა
პოლიტიკა
პაპუაშვილი - პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად საფუძველი გამოაცალა „ლელოს“ როგორც პარტიას და ხაზარაძე-ჯაფარიძეს როგორც პოლიტიკოსებს
კიდევ ერთხელ აღმოჩნდა, რომ "ნაციონალური მოძრაობის" სატელიტი პარტია "ლელო“, სინამდვილეში, მხოლოდ, თაღლითობის, უცხოეთის ინტერესების გატარებისა და საკუთარი ქვეყნის დაზიანებისათვის შექმნილი ორგანიზაციაა,- ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, შალვა პაპუაშვილმა, ხაზარაძე-ჯაფარიძის მიერ საქართველოსთან საარბიტრაჟო დავის წაგებასთან დაკავშირებით გამართულ ბრიფინგზე განაცხადა. პაპუაშვილის თქმით, საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ ყველას კიდევ ერთხელ ნათლად დაანახა, "თუ რისთვისაა ქართული ოპოზიცია პოლიტიკაში". მისივე თქმით, ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა "სრულად ჩამოშალეს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა". "გუშინ პარიზის საარბიტრაჟო სასამართლოს მიერ საქართველოს სასარგებლოდ გამოტანილმა გადაწყვეტილებამ კიდევ ერთხელ, საქართველოშიც და საზღვარგარეთაც, ყველას კარგად დაანახა, თუ რისთვისაა მოსული პოლიტიკაში ქართული ოპოზიცია. ჩვენ ყოველთვის ვეუბნებოდით და ვაფრთხილებდით ჩვენს მოქალაქეებს, ჩვენს ამომრჩევლებს, ქართველ ხალხს, რომ იმ პათეტიკური და ძალად ემოციური გამოსვლების უკან, რომლითაც „ლელოს“ სახეები გამოირჩევიან, სინამდვილეში მანკიერი და საქართველოს დამაზიანებელი ინტერესები დგას. პარიზის არბიტრაჟის გადაწყვეტილებამ ფაქტობრივად საფუძველი გამოაცალა „ლელოს“ როგორც პარტიას და ხაზარაძე-ჯაფარიძეს როგორც პოლიტიკოსებს, ვინაიდან ამ პარტიის შექმნის მთელი პრეისტორია, მათი მხრიდან, სამ პოსტულატს უკავშირდებოდა: პირველი - თითქოს საქართველომ ჩაშალა ანაკლიის პროექტი; მეორე - თითქოს საქართველომ ზიანი მიაყენა ხაზარაძე-ჯაფარიძის კომპანიას და მესამე -თითქოს ხაზარაძის და ჯაფარიძის მიმართ წარმოებული სისხლის სამართლებრივი საქმე უსაფუძვლო იყო. ამ სამი ბრალდებით, ისინი ცდილობდნენ საკუთარი თავისგან შეექმნათ მსხვერპლი და სამართლიანობისთვის მებრძოლად წარმოჩენილიყვნენ. თუმცა, პარტიის შექმნიდან ოთხი წლის თავზე, ეროვნულმა და საერთაშორისო სასამართლოებმა სრულად ჩამოშალეს ხაზარაძე-ჯაფარიძის პოლიტიკური თაღლითობა",- აღნიშნა შალვა პაპუაშვილმა.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)