|
2024-07-28 14:18:54, 460 ნახვა
პოლიტიკა
კახა კალაძე სუს-ის გამოძიებაზე - საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი
საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი, - ასე პასუხობს თბილისის მერი კახა კალაძე ჟურნალისტების მიერ დასმულ კითხვას სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურში მიმდინარე გამოძიებასთან დაკავშირებით, რომელიც უწყების ინფორმაციით, "ქართული ოცნების" საპატიო თავმჯდომარის ბიძინა ივანიშვილის მკვლელობის მომზადების საქმეზე მიმდინარეობს. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. როგორც კალაძემ თქვა, 26 ოქტომბერს საპარლამენტო არჩევნებზე, მოსახლეობა ყველას საკადრის პასუხს გასცემს, მათ შორის, რადიკალებს. „ჩვენ ერთი რამ უნდა გავითვალისწინოთ, ვისთან გვაქვს საქმე. ჩვენ საქმე გვაქვს რადიკალებთან, რომლებიც მზად არიან, რომ იკადრონ და გააკეთონ ყველაფერი. ეს არა მარტო ქვეყნის შიგნით, არამედ ზოგადად, ხედავთ, რა ხდება მსოფლიოში, რა ხდება რეგიონში. აგერ, ყველამ ვნახეთ, რომ საპრეზიდენტო კანდიდატი ტრამპი ჩვეულებრივად გაიმეტეს სასიკვდილოდ, უბრალოდ გადარჩა, ასე შეიძლება ათასში ერთი ადამიანი გადარჩეს. შესაბამისად, ეს არის ბინძური ძალა საქართველოში, რომელიც, რა თქმა უნდა, ფინანსდება უცხოეთიდან, მფარველები ჰყავს უცხოეთში და მკადრებელია ყველაფრის. ეს არ არის უბრალო სიტყვები ან მოგონილი. გავიხსენოთ, როდესაც ისინი იყვნენ ხელისუფლებაში, რას აკეთებდნენ, რას ბედავდნენ, რას სჩადიოდნენ და რას აკადრებდნენ ქვეყნის მოსახლეობას. შესაბამისად, დღეს ჩვენმა საზოგადოებამ ძალიან კარგად იცის, რას წარმოადგენენ აღნიშნული რადიკალები, ვინ არიან ეს ადამიანები, საიდან იმართებიან, თუმცა ჩვენ გვმართებს ძალიან დიდი სიფრთხილე. მე დარწმუნებული ვარ, რომ 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში, რომელიც 26 ოქტომბერს გაიმართება, ჩვენი ქვეყნის მოსახლეობა ყველას გასცემს საკადრის პასუხს, მათ შორის, რადიკალებს", - განაცხადა კახა კალაძემ.
TI ადამიანის უფლებათა ევროპულ სასამართლოში თბილისის საპროტესტო აქციების მონაწილის ინტერესებს დაიცავს.
ილჰამ ალიევმა დაამტკიცა საქართველოსთან ელექტროენერგიის მიწოდებისა და ტრანზიტის შესახებ შეთანხმება
ნანუკა ჟორჟოლიანი: „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ თავმჯდომარის თანამდებობის გაუქმება არ იგეგმება
WSJ: ისრაელმა აშშ-ს აცნობა, რომ ირანი ტრამპის მკვლელობას გეგმავს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)