|
2024-07-26 17:10:00, 488 ნახვა
საზოგადოება
მელაძე - კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას ველით
"TV პირველის" საინფორმაციო სამსახურის უფროსის, ნოდარ მელაძის განცხადებით, თბილისის მერის, კახა კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას ელიან. როგორც მელაძე სოციალურ ქსელში წერს, მოთხოვნა, რომლის საფუძველიც ჟურნალისტ მაია მამულაშვილის წინააღმდეგ აღძრული საქმეა, აღსრულების ეროვნულ ბიუროში დღეს, 26 ივლისს შევიდა. "ვართ მოლოდინის რეჟიმში. ველით თბილისის მერის, კახი კალაძის მოთხოვნის საფუძველზე, ტელევიზიის ანგარიშების და ქონების დაყადაღებას. აღსრულების მოთხოვნის საფუძველია, აშშ-ს მიერ, კორუფციის ბრალდებით სანქცირებული კლანის კონტროლის ქვეშ მყოფი, სასამართლოს შარშანდელი გადაწყვეტილება - "მამულაშვილის ქეისი". რატომ გაახსენდა კალაძეს ეს "ქეისი" ახლა? ხვალ, შაბათის ეთერში გადის რეპორტაჟი კალაძის დაუდეკლარირებელ ქონებაზე, რომლის ღირებულებაც ასობითათასი ლარია. არსებობს მკიცებულებები, რომ ეს ქონება, მისი განკარგვის ქვეშ არის, თუმცა დეკლარაციაში არ წერია. კითხვა გავაგზავნეთ მერთან. გვიპასუხეს, რომ არ უნდა დაგვავიწყდეს საქმე, რომელიც "წავაგეთ". დღეს შევიდა აღსრულების მოთხოვნა. რა შეიძლება მოხდეს? თუ ტელევიზიას არ ექნება სახსრები, გადაიხადოს ეს ფული, აღსრულების ბიუროს შეეძლება, შემოვიდეს და ამოიღოს ტელევიზიის ქონება - მაგალითად, მიკროფონი, კამერა, სკამი, კომპიუტერი გაიტანოს აუქციონზე, გაყიდოს და ფული კალაძეს ჩაურიცხოს",- წერს მელაძე "ფეისბუქის" გვერდზე. შეგახსენებთ, 2022 წლის ნოემბერში, თბილისის საქალაქო სასამართლომ დააკმაყოფილა დედაქალაქის მერის, კახა კალაძის საჩივარი, რომელიც "TV პირველს“ ცრუ ინფორმაციის გავრცელებაში ადანაშაულებდა და წამყვან მაია მამულაშვილისგან კომპენსაციას ითხოვდა. დედაქალაქის მერი საჯაროდ გავრცელებული ინფორმაციის უარყოფასა და მორალური ზიანის ანაზღაურებას 100 000 ლარით ითხოვდა, თუმცა მოსამართლე ზაალ მარუაშვილმა "TV პირველს“ წამყვანს 15 ათასი ლარის გადახდა დააკისრა.
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)