|
2024-07-26 11:14:13, 442 ნახვა
მსოფლიო
კირბი - ბაიდენმა ნეთანიაჰუს ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა
ამერიკის შეერთებული შტატების პრეზიდენტმა, ჯო ბაიდენმა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს თეთრ სახლში გამართული შეხვედრისას ღაზაში ცეცხლის შეწყვეტისკენ მოუწოდა. ამის შესახებ თეთრი სახლის ეროვნული უშიშროების საბჭოს სტრატეგიული კომუნიკაციების კოორდინატორმა, ჯონ კირბიმ პრესკონფერენციაზე განაცხადა. კირბიმ აღნიშნა, რომ ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში ისევ არსებობს ხარვეზები, თუმცა დასძინა, რომ შეერთებული შტატები ამ პრობლემების აღმოსაფხვრელად მუშაობს. „არსებობს ხარვეზები, რომლებიც რჩება ცეცხლის შეწყვეტის შესახებ მოლაპარაკებებში. ჩვენ გვჯერა, რომ ეს ხარვეზები ისეთი ხასიათისაა, რომ მათი აღმოფხვრა შესაძლებელია და რომ ჩვენ შეგვეძლება, მივაღწიოთ შეთანხმებას, მაგრამ როგორც ყოველთვის, ეს მოითხოვს გარკვეულ კომპრომისს და ძალისხმევას იქამდე მისასვლელად. ჩვენ გვინდა, ყველა მძევალი სახლში დავაბრუნოთ“,- განაცხადა კირბიმ.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
კიევზე რუსული საჰაერო დარტყმის შედეგად დაღუპულთა რიცხვი 13-მდე გაიზარდა
კიევში რუსეთის მასშტაბური საჰაერო დარტყმის შედეგად მრავალსართულიანი შენობები ჩამოინგრა, ათი ადამიანი დაიღუპა და 50-ზე მეტი დაშავდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)