08:07 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 17:15:14, 492 ნახვა

პოლიტიკა
საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას გამართავენ

საქართველოსა და თურქეთის პრემიერ-მინისტრები ახლო მომავალში  სტრატეგიული თანამშრომლობის საბჭოს პირველ შეხვედრას გამართავენ, - ამის შესახებ პრემიერმა გიორგი კვირიკაშვილმა თურქეთის რესპუბლიკის საგარეო საქმეთა მინისტრ მევლუთ ჩავუშოღლუსთან შეხვედრაზე აღნიშნა.

მხარეებმა საქართველოსა და თურქეთს შორის სტრატეგიული თანამშრომლობის ძირითადი საკითხები განიხილეს. ყურადღება სავაჭრო-ეკონომიკური თანამშრომლობის პერსპექტივებზე გამახვილდა.  თურქულმა მხარემ საქართველოდან ექსპორტის გაზრდის ინტერესი გამოხატა.

მევლუთ ჩავუშოღლუს განცხადებით, თურქეთი მზად არის ამ მიმართულებით საქართველოს მაქსიმალური მხარდაჭერა გაუწიოს.

შეხვედრაზე საუბარი ბაქო-თბილისი-ყარსის სარკინიგზო მაგისტრალის ამოქმედებისა და  სამხრეთის ენერგეტიკული დერეფნის მნიშვნელობას შეეხო, ასევე რეგიონულ სატრანსპორტო და ენერგეტიკულ პროექტებს.

მხარეებმა საქართველოს ევროპულ და ევროატლანტიკურ სტრუქტურებში ინტეგრაციის პროცესებზე  და საერთაშორისო უსაფრთხოების თემებზე ისაუბრეს.

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ შეხვედრას საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი მიხეილ ჯანელიძე დაესწრო.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics