19:30 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-25 17:47:51, 607 ნახვა

საზოგადოება
საქართველოს პრეზიდენტი პარიზში, ზაფხულის 33-ე ოლიმპიური თამაშების გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად გაემგზავრა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი საფრანგეთში, ოლიმპიადის გახსნით ღონისძიებაზე დასასწრებად, სამუშაო ვიზიტით გაემგზავრა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის ადმინისტრაცია ავრცელებს.

ადმინისტრაციის ცნობით, ოლიმპიადის გახსნამდე საქართველოს პრეზიდენტი დღეს, ოლიმპიადაში მონაწილე ქვეყნების სახელმწიფო ლიდერებსა და მთავრობის მეთაურებთან ერთად, სპორტის სამიტს დაესწრება, რომელიც საერთაშორისო ოლიმპიური კომიტეტისა და საფრანგეთის პრეზიდენტის ოფისის მიერაა ორგანიზებული და რომელიც 500-მდე მონაწილეს უმასპინძლებს, მათ შორის სპორტსმენებს და სპორტული მოძრაობის წარმომადგენლებს.

"დღესვე საქართველოს პრეზიდენტი "პარიზი - 2024" ოლიმპიური თამაშებში მონაწილე ქვეყნების პატივსაცემად გამართულ გალა ვახშამს დაესწრება, რომელიც ლუვრში გაიმართება.

"პარიზი - 2024“ ოლიმპიადაზე 28 ქართველი სპორტსმენი იასპარეზებს. საქართველოს ისტორიაში ოლიმპიურ თამაშებზე პირველად იასპარეზებს ძიუდოს ქალთა და კაცთა შერეული ნაკრები გუნდი",- ნათქვამია ადმინისტრაციის ინფორმაციაში.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
ადმინისტრაცია ადასტურებს, რომ მიხეილ ყაველაშვილი ირანში აიათოლა ალი ხამენეის დაკრძალვის ცერემონიალს დაესწრება
გახარიას პარტიამ პარლამენტში ჩხუბზე გამოძიების მოთხოვნით პროკურატურას მიმართა
„თეგეტამ“ საგზაო-სამშენებლო სექტორის წარმომადგენლებს ბიზნესის მხარდაჭერის კონცეფცია გააცნო
დიდი ბრიტანეთი თავდაცვის ბიუჯეტს დამატებით 15 მილიარდი გირვანქით ზრდის
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics