21:53 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 16:59:16, 468 ნახვა

მსოფლიო
პესკოვი - კულებას განცხადება კრემლის პოზიციასთან უნისონშია, მაგრამ ჩვენ დამატებით განმარტებებს უნდა დაველოდოთ

უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრ დმიტრო კულებას განცხადება, რუსეთთან მოლაპარაკების პროცესისთვის მზადყოფნის შესახებ, კრემლის პოზიციასთან უნისონშია, მაგრამ ჩვენ უნდა დაველოდოთ დამატებით განმარტებებს,- ამის შესახებ რუსეთის პრეზიდენტის პრესმდივანმა, დიმიტრი პესკოვმა განაცხადა.

პესკოვის თქმით, რუსეთს მოლაპარაკებებზე "უარი არასდროს უთქვამს".

"რეალურად ვიცით პეკინიდან, რომ ასეთი განცხადება გაკეთდა ბ-ნ ვანგ ისთან შეხვედრაზე. მოგეხსენებათ, რუსულ მხარეს არასდროს უთქვამს უარი მოლაპარაკებებზე და ყოველთვის ინარჩუნებდა ღიაობას მოლაპარაკებების პროცესის მიმართ",- თქვა პესკოვმა.

ცნობისთვის, უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ ჩინეთში ვიზიტის დროს, ქვეყნის საგარეო საქმეთა მინისტრ ვანგ ისთან შეხვედრაზე თქვა, რომ "უკრაინამ გამოთქვა მზადყოფნა რუსეთთან გონივრული და კონსტრუქციული მოლაპარაკებებისთვის სამართლიანი და ხანგრძლივი მშვიდობის მისაღწევად".





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics