21:51 - 02 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-24 11:25:03, 475 ნახვა

მსოფლიო
დონალდ ტრამპი ფლორიდაში ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება

ამერიკის შერთებული შტატების ყოფილი პრეზიდენტი და "რესპუბლიკური პარტიის“ პრეზიდენტობის კანდიდატი დონალდ ტრამპი მიმდინარე კვირას, ფლორიდაში ისრაელის პრემიერ-მინისტრ ბენიამინ ნეთანიაჰუს შეხვდება.

ამის შესახებ ტრამპმა სოციალურ ქსელში დაწერა.

"მოუთმენლად ველი ნეთანიაჰუს, ხუთშაბათს ფლორიდაში, მარ-ა-ლაგოში... ჩემი პრეზიდენტობის პირველი ვადის განმავლობაში ჩვენ გვქონდა მშვიდობა და სტაბილურობა რეგიონში, აბრაამის ისტორიული შეთანხმებაც კი გაფორმდა. ჩვენ ეს ისევ გვექნება.. ეს საშინელი, მომაკვდინებელი ომები და ძალადობრივი კონფლიქტები უნდა დასრულდეს. მილიონობით ადამიანი იღუპება და კამალა ჰარისს არ შეუძლია ამის შეჩერება“,- წერს ტრამპი.

შეგახსენებთ, ისრაელის პრემიერ-მინისტრი ბენიამინ ნეთანიაჰუ ვიზიტით ამერიკის შეერთებულ შტატებში იმყოფება.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
5 ივლისი გაორმაგების დღეა - მომხმარებლებს 500-ზე მეტ პარტნიორ ობიექტში 50%-იანი ფასდაკლება დახვდებათ
რა წერია OHCHR-ის ანგარიშში 2025 წელს საქართველოში ადამიანის უფლებებთან დაკავშირებით
შიო III პრორუსული პარტიის ლიდერს ზურა მახარაძეს შეხვდა
თბილისში ყაჩაღობა მოხდა
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics