|
2024-07-22 22:50:20, 458 ნახვა
პოლიტიკა
იონათამიშვილი - მაშინ, როდესაც „ნაცმოძრაობა“ აკრიტიკებს ამნისტიის პროექტს სტრასბურგის სასამართლომ 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამების ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა
მაშინ, როდესაც "ნაცმოძრაობა" უშინაარსოდ აკრიტიკებს დაბალანსებულ ამნისტიის პროექტს და ბოიკოტს უცხადებს პატიმრებს, სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავეთა პარტიას კიდევ ერთ საქმეზე გამოუტანა განაჩენი და 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა, - ამის შესახებ პარლამენტის ადამიანის უფლებათა დაცვისა და სამოქალაქო ინტეგრაციის კომიტეტის თავმჯდომარე, რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს. იონათამიშვილის თქმით, "პატიმარ ზ.მ.-ს სასტიკი წამების ერთ-ერთი მიზეზი მის მიერ ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელის უკან გამოხმობა იყო. მანვე აღნიშნა, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის ავტორებს განსაკუთრებით დევნიდა და აწამებდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი და ეს წარსული საქართველოში არასდროს დაბრუნდება". "მაშინ, როდესაც "ნაცმოძრაობა" უშინაარსოდ აკრიტიკებს დაბალანსებულ ამნისტიის პროექტს და ბოიკოტს უცხადებს პატიმრებს, სტრასბურგის სასამართლომ დამნაშავეთა პარტიას კიდევ ერთ საქმეზე გამოუტანა განაჩენი და 2012 წლის აგვისტოში პატიმრის წამებისა და არასათანადო მოპყრობის ფაქტზე კიდევ ერთი დარღვევა დაადგინა. აღსანიშნავია, რომ პატიმარ ზ.მ.-ს სასტიკი წამების ერთ-ერთი მიზეზი მის მიერ ევროპულ სასამართლოში გაგზავნილი სარჩელის უკან გამოხმობა იყო. ესეც ფაქტია, რომ სტრასბურგის სასამართლოში სარჩელის ავტორებს განსაკუთრებით დევნიდა და აწამებდა სააკაშვილის დანაშაულებრივი რეჟიმი, რომელმაც ამ ქვეყნის 300,000 მოქალაქე გაასამართლა, მარტო 2011 წელს 24 ათასზე მეტი პატიმარი ჰყავდა, პატიმრების რაოდენობით 100,000 სულ მოსახლეზე რუსეთსაც კი უსწრებდა, პატიმრებს სასტიკად უსწორდებოდა, აწამებდა და კლავდა და ერთ პატიმარზე თვეში დამამცირებელ 335 ლარს ხარჯავდა (დღეს 1,800 ლარი იხარჯება). ეს წარსული საქართველოში არასდროს დაბრუნდება!", - წერს რატი იონათამიშვილი.
სასამართლოს კანცელარიის დაცვის მცდელობის საქმეზე ალეკო ელისაშვილს 13-წლიანი პატიმრობა მიესაჯა
კარგი იდეა მხოლოდ დასაწყისია, შეცდომების მიუხედავად არ გაჩერდე – ფოქსი ელენიკო 19 წლის საკუთარ თავს მიმართავს
ქართული ბენტონიტი მსოფლიო ბაზარზე - „ასკანგელ ალიანსი“ ინდუსტრიას თიბისისთან ერთად ავითარებს
სრული სვლით საგანძურისკენ - 200 000 მოთამაშე, 40 გამარჯვებული და ბევრი თავგადასავალი თიბისის მობაილბანკში
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)