|
2024-07-22 16:43:47, 388 ნახვა
საზოგადოება
შემოსავლების სამსახურში დისტანციური და ელექტრონული სერვისების მოხმარების საერთო მაჩვენებელი 90%-ზე მეტია
ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახური ცნობით, 2024 წლის 7 თვის მონაცემების მიხედვით, მოქალაქეთა მომსახურების სერვისცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობამ 152 136 შეადგინა, რაც წინა 2 წლის ანალოგიურ მაჩვენებელთან შედარებით 38 %-ით ნაკლებია. სამსახურის ინფორმაციით, სწორედ ელექტრონული მომსახურების ფართო ხელმისაწვდომობის შედეგია, სერვისცენტრებში ვიზიტორთა რაოდენობის შემცირება და ელექტრონული სერვისების მოხმარების საერთო მაჩვენებელის 90%-ზე მეტი ნიშნულის მიღწევა. "აქვე გაცნობებთ, რომ 2024 წლის მაისის თვიდან, "RS ჩათის" ფარგლებში ამოქმედდა ციფრული ასისტენტი "RS-ბოტი", რომელიც წინასწარ დაიდენტიფიცირებულ/შერჩეულ საკითხებზე შემოსავლების სამსახურის ვებგვერდის www.rs.ge მომხმარებლებს აწვდის ინფორმაციას საგადასახადო/ საბაჟო კანონმდებლობასთან და პროცედურულ საკითხებთან დაკავშირებით, ქართულ და ინგლისურ ენებზე. "RS-ბოტი" მომხმარებლებთან, ასევე აგზავნის კითხვის თემებთან დაკავშირებულ შესაბამის ბმულებს. 2022 და 2023 წლების 6 თვის მონაცემებთან შედარებით "RS ჩათის" სესიებზე რეაგირების წილი საკმაოდ მზარდია და 2024 წლის II კვარტლის მდგომარეობით 97 პროცენტულ მაჩვენებელს შეადგენს. შეგახსენებთ, რომ ავტორიზებული მომხმარებლის გვერდიდან რეგისტრაციის შემთხვევაში, პირი გათავისუფლებულია გარკვეული საფასურის გადასახადისგან, ხოლო რიგ მომსახურებაზე მომხმარებელი განახევრებულ საფასურს იხდის. შემოსავლების სამსახურთან კომუნიკაციის მიზნით, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად, შეგიძლიათ დაუკავშირდეთ, საინფორმაციო სატელეფონო ცენტრს - 2 299 299 (ორშაბათიდან- პარასკევის ჩათვლით 09:00 საათიდან -18:00 საათამდე), ასევე ისარგებლოთ - ციფრული ასისტენტის, ,"RS ჩათის", ჭკვიანი ,,RS ბოტი" და "ვიდეო ზარი" მომსახურებით ან დისტანციურ რეჟიმში, ისარგებლოთ შემოსავლების სამსახურის ვებგვერდზე www.rs.geარსებული 500-მდე ელექტრონული სერვისით“, - აღნიშნულია შემოსავლების სამსახურის ინფორმაციაში.
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
კობახიძემ ივანიშვილის დაფუძნებულ ე.წ ქუთაისის საუნივერსიტეტო ქალაქს ბიუჯეტიდან 106 530 ლარი გამოუყო
ჟურნალისტ როგავამ ეჭვი შეიტანა დაკავებული სპეცრაზმელის თავდასხმაში მონაწილეობაში
ახალი კონფლიქტი: ვარშავამ კიევი ისტორიულ პროვოკაციაში დაადანაშაულა
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
რუსეთმა და უკრაინამ მშვიდობიანი მოქალაქეები გაცვალეს
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)