06:28 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2016-02-17 14:58:48, 438 ნახვა

პოლიტიკა
კალაძე: აფხაზეთის ელექტრომომარაგების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით, რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა გახდა საჭირო

საქართველოს ენერგეტიკის მინისტრის კახა კალაძის განცხადებითმ აფხაზეთის ელექტრომარაგების პრობლემის გადაწყვეტის მიზნით რუსეთიდან დამატებითი მოცულობების შემოტანა გახდა საჭირო.

ამის შესახებ კალაძემ დღევანდელ ბრიფინგზე განაცხადა.

„აფხაზეთის ტერიტორიაზე ამჟამად  ცენტრალური ხელისუფლების იურისდიქცია არ ვრცელდება, მაგრამ საქართველო, საერთაშორისო სამართალი და საერაშორისო თანამეგობრობა ჩვენი ქვეყნის ამჟამად ოკუპირებულ ტერიტორიებს განვიხილავთ, როგორც ერთიანი სახელმწიფოს  შემადგენელ ნაწილს და შესაბამისად მთავრობის   პოლიტიკური პასუხისმგებლობაა  ერთნაირად იზრუნოს თითოეულ მოქალაქეზე.  ეს  არის  ჩვენი კეთილი ნება და   მყარი პოზიცია. როგორც თქვენთვის ცნობილია  საქართველოში ელექტროენერგიის მზარდი მოხმარებაა, მათ შორის აფხაზეთის ტერიტორიაზეც. შესაბამისად, წელს განსაკუთრებით მწვავედ დადგა აფხაზეთის ელექტრო მომარაგების საკითხი,  რადგან  შემოსული   წყლის  რესურსის მცირე რაოდენობამ, ვერ უზრუნველყო  ,,ენგურჰესისა''  და ,,ვარდნილი ჰესების'' მიერ საკმარისი რაოდენობის ელექტროენერგიის გამომუშავება. რამდენიმე კვირაა აფხაზეთის ტერიტორიაზე მოქმედებს შეზღუდვები, თუმცა  მხოლოდ მოხმარების შემცირებამ დეფიციტის საკითხი ვერ მოხსნა და შესაბამისად სერიოზული  საფრთხე  შეექმნა  ჩვენი თანამოქალაქეების ელექტროენერგიით უზრუნველყოფას ამ ტერიტორიაზე.  შექმნილი მდგომარეობის ანალიზის საფუძველზე,  აღნიშნული პრობლემის გადაწყვეტის და მძიმე შედეგების თავიდან აცილების მიზნით,  მოკლევადიან და ოპერატიოულ გზად მიჩნეულ იქნა რუსეთის ფედერაციიდან  დამატებითი მოცულობების შემოტანა , რითაც შექმნილი ვითარება  გარკვეუწილად დარეგულირდა, თუმცა  აქვე უნდა აღინიშნოს,  რომ ამ  პრობლემის   კომპლექსურად გადაწყვეტის საკითხი გაცილებით რთულია და გრძელვადიან პერსპექტივაში  საფუძვლიან მუშაობას საჭიროებს“, - განაცხადა კახა კალაძემ.





ავტორი: ირაკლი მანაგაძე , ექსპრესნიუსის რეპორტიორი 2009 წლიდან


სოციალური ქსელები
აზერბაიჯანელმა პოლიტპატიმრებმა ფონ დერ ლაიენს ბაქოში ვიზიტის დროს ადამიანის უფლებების საკითხების წამოჭრისკენ მოუწოდეს
რუსეთის ელიტა ომის ესკალაციისთვის ემზადება უკრაინის მიერ რუსეთის სიღრმეში თავდასხმების შემდეგ - The Washington Post
ცოტნე ივანიშვილი პარლამენტში ცემა-ტყეპაზე - ხელი როგორ მოხვდა, რა ფორმით მოხდა, რა სიძლიერით მოხვდა, ამის ზომვა როგორ უნდა დავიწყოთ?
ოლიგარქის ვაჟს ცოტნე ივანიშვილს ოცნების ახალგაზრდული ორგანიზაცია აბარია და ამბობს რომ პოლიტიკაში ჩართვის ინტერესი არ აქვს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics