23:31 - 30 Jun, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-15 16:36:50, 574 ნახვა

საზოგადოება
მსხილაძე - პრეზიდენტმა კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე განკარგულება გამოსცა

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე,- ამის შესახებ პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანმა, გიორგი მსხილაძემ განაცხადა.

როგორც მსხილაძემ ცოტა ხნის წინ გამართულ ბრიფინგზე აღნიშნა, პრეზიდენტს შეუძლია, ერთპიროვნულად მიიღოს გადაწყვეტილება და წარადგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრი, თუმცა სალომე ზურაბიშვილმა, გამჭვირვალობის მიზნით, შესარჩევი კომისია შექმნა.

"თქვენ იცით, რომ პრეზიდენტს შეუძლია, ერთპიროვნულად მიიღოს ეს გადაწყვეტილება და წარადგინოს იუსტიციის უმაღლეს საბჭოში წევრი, მაგრამ პრეზიდენტმა გამჭვირვალობის მიზნით, 21 ივნისს შექმნა შესარჩევი კომისია, რომელმაც დაასრულა მუშაობა და პრეზიდენტს ორი კანდიდატურა წარმოუდგინა. 

საქართველოს პრეზიდენტმა დღეს გამოსცა განკარგულება კახა წიქარიშვილის იუსტიციის უმაღლეს საბჭოს წევრად დანიშვნის თაობაზე. ჩვენ იმედს ვიტოვებთ, რომ აღნიშნული პრაქტიკა მომავალშიც გამოყენებული იქნება სასამართლო სისტემაში მოსამართლეთა შერჩევისათვის და ეს იყო კარგი მაგალითი",- განაცხადა გიორგი მსხილაძემ.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics