19:02 - 10 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-12 15:35:17, 606 ნახვა

პოლიტიკა
ბეჟაშვილი - მთავარი წინააღმდეგობა „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის „რუსული ოცნებაა“

„მეგობარი აქტი“ საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა,- ამის შესახებ საპარლამენტო ფრაქცია „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ დეპუტატმა, ლევან ბეჟაშვილმა „მეგობარი აქტის“ მიღებასთან დაკავშირებით განაცხადა.

ბეჟაშვილის თქმით, „მთავარი წინააღმდეგობა" „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის „რუსული ოცნებაა". 

„ერთიანობის აქტში მოცემული გარანტიები საქართველოსთვის არის ის, რასაც ესწრაფვოდა საქართველო უახლოესი ისტორიის განმავლობაში, სადაც საუბარია „მეგობრობის აქტში“ საქართველოს თავდაცვისუნარიანობის განმტკიცებაზე, უვიზო მიმოსვლაზე, ეკონომიკურ დახმარებაზე.

რეალურად, ეს არის ის აქტი, რომელიც საქართველოსთვის სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია. იმისთვის, რომ უზრუნველყოფილი იყოს ქვეყანაში მშვიდობა, უსაფრთხოება და კეთილდღეობა. მთავარი წინააღმდეგობა კი „მეგობარი აქტსა“ და საქართველოს მოსახლეობას შორის ივანიშვილი და „რუსული ოცნებაა", რომელიც არჩევნებზე უნდა მოვიშოროთ",- ამბობს ბეჟაშვილი.





ავტორი: ექსპრესნიუსი,


სოციალური ქსელები
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics