|
2024-07-11 15:58:47, 435 ნახვა
პოლიტიკა
ჩიქოვანი - მე ვარ იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ბევრი აქვს გაკეთებული, რათა ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნას უზრუნველყოფილი
მე ვარ იმ მთავრობის და იმ ხელისუფლების წარმომადგენელი, რომელსაც ძალიან ბევრი აქვს გაკეთებული იმისთვის, რომ ქვეყნის ევროპული და ევროატლანტიკური ინტეგრაცია იქნას უზრუნველყოფილი, - ასე უპასუხა თავდაცვის მინისტრმა, ირაკლი ჩიქოვანმა ჟურნალისტების შეკითხვას, პარტნიორების მხრიდან საქართველოსთვის ფინანსური დახმარების შეჩერებისა და ურთიერთობების გადახედვასთან დაკავშირებით მისი პოზიციის შესახებ. მინისტრის განცხადებით, "ხელისუფლებამ ყველაფერი გააკეთა და ახლაც ძალისხმევას არ იშურებს იმისთვის, რომ საქართველო ევროკავშირსა და ნატოს დაუახლოვდეს". "ეს არის ხელისუფლება, რომელმაც უზრუნველყო, რომ ხელი მოაწერა ასოცირების შეთანხმებას, ძალიან დიდი და უზარმაზარი სამუშაო გასწია იმისთვის, რომ მოხდეს ჩვენი კანონმდებლობის ჰარმონიზაცია და ევროკავშირის სტანდარტებთან ურთიერთთანხვედრა. ძალიან ბევრ რამეს ვაკეთებთ და გავაკეთებთ იმისთვის, რომ არა მხოლოდ რეგიონში, არამედ ფართო რეგიონში, მათ შორის აღმოსავლეთ ევროპაში არსებობდეს დემოკრატიის უმაღლესი სტანდარტი. ეს არის ხელისუფლება, რომლის პირობებშიც არაერთი რამ გაკეთებულა. შემიძლია ქართულ საზოგადოებას ერთი რამ ვუთხრა, როგორც აქამდე, მიუხედავად იმისა, რომ იყო ბევრი ყიჟინა, შეძახილი, რომ "ქართული ოცნება" ვერ შეძლებდა შედეგების მიღწევას, ამ ხელისუფლებამ მიაღწია იმ შედეგებს, რომელსაც თქვენ აფასებთ. დარწმუნებული ვარ, 26 ოქტომბერს საქართველოს მოქალაქეები მიიღებენ გადაწყვეტილებას და გააკეთებენ არჩევანს იმისთვის, რომ მხარი დაუჭირონ ჩვენი ქვეყნის მშვიდობიან, სტაბილურ და თანმიმდევრულ განვითარებას, რომელმაც საბოლოო ჯამში უნდა მიგვიყვანოს ევროპულ და ევროატლანტიკურ ინტეგრაციამდე. დარწმუნებული ვარ, ისინი ამას მიიღებენ", - აღნიშნა ირაკლი ჩიქოვანმა. ინფორმაციას თავდაცვის სამინისტრო ავრცელებს.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),



epn.ge (@expressnews.ge)