00:38 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-11 11:34:23, 528 ნახვა

საზოგადოება
ქობულეთის მუნიციპალიტეტში სადრენაჟე სისტემების აღდგენითი სამუშაოები მიმდინარეობს

შპს „საქართველოს მელიორაცია“ ქობულეთის მუნიციპალიტეტში, მდინარე აჭყვას   მასივზე გაწმენდით სამუშაოებს ახორციელებს. ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს მელიორაცია ავრცელებს.

მელიორაციის ცნობით, სამუშაოების ფარგლებში, კოლექტორებისა და შემკრები არხების მცენარეული საფარით დაფარული მონაკვეთების გაწმენდა მიმდინარეობს. 

„ჩატარებული სამუშაოები არხებში წყლის შეუფერხებლად გადინებას უზრუნველყოფს. შედეგად,   5 ჰექტარამდე სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწის ფართობზე სადრენაჟე მომსახურება აღდგება, რაც მოსავლიანობის გაზრდას შეუწყობს ხელს.  

მიმდინარე  სამუშაოები   აგვისტოს ბოლოს   დასრულდება. 

აღსანიშნავია, რომ 2012 წლიდან, დასავლეთ საქართველოში   სამელიორაციო ინფრასტრუქტურის დაახლოებით 45 6 მლნ ლარის ღირებულების პროექტები განხორციელდა. შედეგად, წყალუზრუნველყოფილი  ფართობი  12 000 ჰექტარით გაიზარდა, სარწყავი წყლის მიწოდება  15 270 ჰექტარ სასოფლო-სამეურნეო მიწის ფართობზე გაუმჯობესდა, მიწების დაშრობა 18 700 ჰექტარზე, ხოლო ჭარბი წყლის მოცილება  24 925 ჰექტარზე განხორციელდა“, - აღნიშნულია საქართველოს მელიორაციის ინფორმაციაში.





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics