|
2024-07-11 11:14:01, 916 ნახვა
ომი უკრაინაში
Bloomberg - უკრაინამ რუსეთის მონაწილეობით მეორე სამშვიდობო სამიტი, შესაძლოა, აშშ-ის საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართოს
უკრაინამ მეორე სამშვიდობო სამიტი, ამჯერად რუსეთის მონაწილეობით, შესაძლოა, ამერიკის შეერთებული შტატების საპრეზიდენტო არჩევნებამდე გამართოს. ამის შესახებ Bloomberg-ი უკრაინელ და დასავლელ მაღალჩინოსნებზე დაყრდნობით წერს. გამოცემის ცნობით, გეგმა მოჰყვება პირველ სამიტს, რომელიც გაიმართა გასულ თვეში შვეიცარიაში და მასში 90-ზე მეტი ქვეყნის წარმომადგენელი მონაწილეობდა. რამდენიმე დასავლელი მაღალჩინოსნის თქმით, ნებისმიერი შეხვედრა უნდა იყოს ყურადღებით ორგანიზებული, მკაფიოდ განსაზღვრული მიზნითა და კონტროლირებადი მოლოდინებით. ამერიკელი მაღალჩინოსნების ნაწილი კი არ არის დარწმუნებული, რომ სამიტი რუსეთისა და უკრაინის მონაწილეობით შედგება. მაღალჩინოსნებმა Bloomberg-ს განუცხადეს, რომ აშშ-ის არჩევნებადე სამიტის ორგანიზების მცდელობები მიუთითებს იმაზე, რომ უკრაინა ჩქარობს ასეთი შეხვედრის ორგანიზებას, თეთრ სახლში დონალდ ტრამპის დაბრუნების პერსპექტივამდე.
|
რედაქტორის რჩევით
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
დაკარგული შანსი საქართველოსთვის - უკრაინამ და მოლდოვამ ევროკავშირში გაწევრიანების პირველი კლასტერი გახსნეს
ომი უკრაინაში
ზელენსკიმ დაამტკიცა SBU-ს 40-დღიანი ოპერაცია, რათა რუსეთი ომის დასრულება აიძულოს
მედია: ტრამპმა ზელენსკის მოუწოდა, გაბედულად იმოქმედოს რუსეთის წინააღმდეგ
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
პოლონელების ხოცვა, უკრაინელების ეთნიკური წმენდა - რატომ დაუპირისპირდა ვარშავა და კიევი ერთმანეთს - ისტორიული ფაქტები
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)