|
2024-07-10 10:29:12, 613 ნახვა
პოლიტიკა
ფიშერი - საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა
საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივაღწიეთ ძალიან რთულ მომენტს ამ პროცესში საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა,- ამის შესახებ საქართველოში გერმანიის ელჩმა, პეტერ ფიშერმა განაცხადა. გერმანიის ელჩის თქმით, გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელშია. „დღეს ჩვენ გვაქვს გერმანიის სამოქალაქო საზოგადოების მიერ ორგანიზებული ღონისძიება, სადაც განვიხილავთ ევროკავშირის გაფართოების საკითხს. აქ არის გერმანიის პარლამენტის სამი წევრი და ეს ძალიან მნიშვნელოვანი თემაა საქართველოსთვის. საქართველო არის ევროკავშირის წევრობის კანდიდატი, მაგრამ ჩვენ მივედით ძალიან რთულ მომენტამდე ამ პროცესში, გაწევრიანების პროცესში, როგორც მოგეხსენებათ, საქართველოს მთავრობის კურსის გამო, საქართველოსთან გაწევრიანების პროცესი შეჩერდა. საქართველოს გაწევრიანების პროცესი ჩერდება, რაც ახლა ევროკავშირის პოლიტიკაა. ეს ძალიან სამწუხაროა. ჩვენ რაც შეიძლება სწრაფად უნდა წავიდეთ წინ, გვსურს წინსვლა, მაგრამ გაწევრიანების პროცესის სიჩქარე და ხარისხი არის გაწევრიანების კანდიდატი ქვეყნის ხელში. გერმანიის მხრიდან ვისაუბრებ და ვიტყვი, რომ ჩვენ ასევე განვიხილავთ ჩვენს ურთიერთობას საქართველოსთან, ჩვენ გვაქვს ძალიან დიდი ხნის და ღრმა ურთიერთობა. ჩვენ აშშ-სთან ერთად ვართ საქართველოსთვის განვითარების თანამშრომლობის ერთ-ერთი უდიდესი დონორი. ჩვენ გადავწყვიტეთ, რომ არ ავიღოთ ახალი ვალდებულებები საქართველოსთან ამ დროისთვის. ამიტომ, გერმანია საქართველოსთან ახალ ფინანსურ ვალდებულებებს ამ დროისთვის არ იღებს“,- აღნიშნა გერმანიის ელჩმა.
SJP-მ ფორმულას, ტვ პირველისა და პუბლიკას საქმეებზე განგაშის სიგნალი ჩართო
ცაგერის საკრებულოს დეპუტატი „ქურდული სამყაროს“ მხარდაჭერის ბრალდებით დააკავეს
მარეგულირებელი კომისიის მიერ ტვ პირველისთვის დაკისრებული სანქციის გამო, ევროსაბჭომ განგაში გამოაცხადა
ე.წ. ქურდული გარჩევების საქმეზე დაკავებული ლალო გველესიანი და სხვა პირები პატიმრობაში გაუშვეს
|
რედაქტორის რჩევით
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
ევროკავშირის ახალი ინიციატივები აზერბაიჯანისთვის და სომხეთისთვის, საქართველო ბორტს მიღმაა
ომი უკრაინაში
ნატოს ქვეყნები ორი წლის განმავლობაში უკრაინას 140 მილიარდი ევროს ოდენობის დახმარება გამოუყოფენ
ყოფილმა მთავარსარდალმა ზალუჟნიმ მოსაზრებას, რომ რუსეთმა ომი წააგო, „სახიფათო და არასწორი“ უწოდა
ვიდეო/LIVE პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი
საქართველოს მოსახლეობის რიცხვი იზრდება, მაგრამ არა ეთნიკური ქართველების ხარჯზე - რატომ გარბიან ქართველები ქვეყნიდან?
მთავარი თემა
|


ავტორი: ექსპრესნიუსი,



epn.ge (@expressnews.ge)