03:07 - 01 Jul, 2026
ჩვენ შესახებ რეკლამა/ხელმოწერა
2024-07-05 15:40:42, 391 ნახვა

საზოგადოება
წყნეთის ქუჩაზე დასასვენებელი სივრცე და სტადიონი რეაბილიტირდა

ვაკის რაიონში კიდევ ერთი კომბინირებული სივრცე რეაბილიტირდა. ამის შესახებ ინფორმაციას თბილისის მერია ავრცელებს. 

მერიის ცნობით, წყნეთის ქუჩა N1-ში მდებარე სკვერი და სპორტული მოედანი მთლიანად განახლდა და შესაბამისი ინვენტარით აღიჭურვა.

"მოეწყო განათებისა და სარწყავი ქსელები, ასევე საფეხმავლო ბილიკი, საბავშვო და სავარჯიშო სივრცეები,  მოიხატა სპორტული მოედნის კედელი,  სკვერში კი გამწვანების სამუშაოები ჩატარდა.  

სკვერისა და სპორტული მოედნის პროექტების ჯამური ღირებულება 300 000 ლარს შეადგენს. 

დასასვენებელ სივრცეში განხორციელებულ სამუშაოებს ვაკის რაიონის გამგებელი დავით კვინიკაძე, საკრებულოს თავმჯდომარესთან, ვაკის მაჟორიტარ დეპუტატ გიორგი ტყემალაძესთან ერთად  გაეცნო და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდა“,- ნათქვამია მერიის ინფორმაციაში. 





ავტორი: NS (სტატია დაფინანსებულია),


სოციალური ქსელები
მოსკოვის ყველა აეროპორტში ფრენების ჩამოსვლასა და გამგზავრებაზე შეზღუდვებია დაწესებული
პუტინის მეორე იახტამ რუსეთი დატოვა და თურქეთისკენ მიემართება
რუსეთში ბენზინის ფასმა პირველად გადააჭარბა 100 რუბლს ლიტრზე
რუსეთის მთავრობამ გადაწყვიტა, ბენზინის ფასების ზრდის შესახებ მონაცემები გაასაიდუმლოს
რედაქტორის რჩევით

ომი უკრაინაში

ვიდეო/LIVE

პატრიარქის ილია მეორის დაკრძალვა - პირდაპირი












არქივი 2009 წლიდან

303,563
უნიკალური
ვიზიტორი დღეს 27,104
Powered By Google Analytics